რეგისტრირებული ფაქტები45884
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა ერთ-ერთი გაუქმებული ბიბლიოთეკის წიგნების გადაცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ნავთლუღის ბიბლიოთეკის წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს სახელოვნო ცენტრის ინიციატივით 14 მარტს ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა კრება. სხდომაზე კავკასიის მუზეუმის ფასადის შეცვლის საკითხი უნდა განეხილათ. გამგეობამ კრებაზე დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 მარტს პოლკოვნიკ ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე ვაჩნაძეს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, ვასილ რცხილაძემ და გ. წინამძღვრიშვილმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგინეს მოხსენება შაბიამნისა და გოგირდის ფასების მომატების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში დასახელდნენ სარედაქციო კომისიის წევრები, რომლებიც მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს დავალებით აირჩნენ: ვასილ რცხილაძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი ბერიშვილი, გ. ყიფიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს მიზნის, ღვინის ლაბორატორიის გახსნის განხორციელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უნივერსიტეტის აგრონომიულ განყოფილებასთან კეთდება ზოგიერთი ანალიზი ქიმიკოს მიხეილ შალამბერიძის მიერ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტიდან ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებლად პელაგეა ლევის ასული დოლგოვა-დობორჯგინიძისა დაინიშნა. ცნობას ხელს აწერს სერგი იოსების ძე დანელია.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე პრეზიდიუმის წევრმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საზოგადოებას რუსეთის დესპოტიზმის დამხობა მიულოცა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ბათუმის ოლქის შემოერთების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 (22, 23) მარტს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა, ილია ფერაძემ, სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, ქართული ენის პედაგოგის, სოლომონ ანდღულაძისთვის პროგიმნაზიის უფროს კლასებში სწავლებისა და შტატის მასწავლებლობის უფლება მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სემინარიის სტუდენტს, უმრევლო მღვდელს, ქართული ენის შტატის მასწავლებელ სოლომონ ანდღულაძეს მინდობილი ჰქონდა ქართული ენის 9 გაკვეთილი მე-5 კლასში (პროგიმნაზიულ კლასში).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის უფროს კლასებში ქართული ენის კლასის მასწავლებლისა და სააღმზრდელო მოვალეობას სოლომონ ანდღულაძე ასრულებდა. მას წაკითხული ჰქონდა უამრავი ქართული წიგნი, მოეპოვებოდა საკუთარი მდიდარი წიგნსაცავი. ლიტერატურას ნაყოფიერად ასწავლიდა, გაკეთილის ახსნის დროს სალიტერატურო ენით საუბრობდა და ამავე ენით ასაუბრებდა მოსწავლეებსაც, რომელთა მოსმენა მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახალციხიდან დეპეშა მიიღო, რომელშიც სოფელ შავშეთის წარმომადგენლები მთავრობას ჯარის გაგზავნისთვის მადლობას უხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის დეკემბერში საზოგადოების შემოსავალი 561 741. 48 მანეთი იყო, გასავალი – 560 880. 73 მან.