რეგისტრირებული ფაქტები50103
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარის, თევდორე კიკვაძის მოხსენება ავტორთა ჯილდოს ნორმის დაწესების შესახებ. გამგეობამ ეს ნორმა მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 აპრილს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ცნობა, რომ ალექსი ბალარჯიშვილს ნამსახურევი წლები სახელმწიფო სამსახურად ჩაეთვლოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში განათლების მინისტრის ამხანაგმა ნოე ცინცაძემ ხელი მოაწერა დადგენილებას პედაგოგიური მუზეუმისთვის ხაზინიდან 26 400 მანეთის გამოყოფაზე, რადგან მუზეუმს შეეძლო პედაგოგებს თანამედროვე მიღწევების გაცნობაში დაეხმარებოდა, რაც გავლენას მოახდენდა სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ არ არსებობდა დაწესებულება, სადაც ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გამოცდებს ჩააბარებდა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის წოდების მისაღებად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ნოე რამიშვილი იყო. საბჭოს ევალებოდა შეიარაღებული ძალების ინსპექტირება, ასევე დაექვემდებარა სამეურნეო კომიტეტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო რეგულარული ჯარისა და გვარდიის მომარაგება, რაც მთლიანობაში მიზნად ისახავდა რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის დაახლოებასა და კოორდინაციას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების გამგეობის 1918 წლის მუშაობის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა და სარევიზიო კომისიას გადასცა განსახილველად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ონოღიის სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოს 5 თუმნის წიგნები გაუგზავნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისს თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ თბილისის უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარ გამგებელს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ აღნიშნული გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელ ალექსანდრა ბალტინგს ჰქონდა ექვსი გაკვეთილი და ამიტომ ხუთეული ჯილდო ეძლეოდა გაკვეთილების პროპორციის მიხედვით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N 103 ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი ქუთაისის პირველი გიმნაზიის გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური ორი წელი.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 3 მაისს ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ყოფილი ხაზინადარი ფეოდორ ვასილის ძე პროხოროვი განათლების მინისტრს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის ბინაში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას სთხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს N 102 ბრძანებით აცნობა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1919 წლის პირველი იანვრიდან გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა. მას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს შეატყობინა, რომ ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა მზად იყო გამოცდების ჩასაბარებლად, რათა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის უფლება მიეღო და შტატში ჩარიცხულიყო, მაგრამ ეს ყველაფერი პეტროგრადში გამგზავრებას მოითხოვდა, რაც დროებით შეუძლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს სთხოვა ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა ან შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინა, როგორც გამოცდილი მასწავლებელი, ან გამოცდები დაენიშნა მისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხატვის მასწავლებლის ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვას პირად დოკუმენტებსა და ნამსახურების სიას თვითონ ადგენდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე იაგორის ასულ ბაისოგოლოვას ხატვის სწავლების უფლება მხოლოდ დაწყებით კლასებში ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ოლქის ყოფილი მზრუნველის 1912 წლის 15 დეკემბრის N2830 ბრძანების თანახმად, იგი ხატვის მასწავლებლად ქალთა მე-6 გიმნაზიაში დანიშნეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გიორგი იესეს ძე ლომჯარია, ნანო იულოს ასული მჟავანაძე, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი, გერასიმე ჩითანის ძე რამიშვილი და ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იესე მაქსიმეს ძე გოგოლიშვილი, იოსებ ბეჟანის ძე გორგოშიძე, ყარამან და ფარნაოზ მიხეილის ძე გორდელაძეები, ერასტი დავითის ძე გორდელაძე, ანეტა ასალოს ასული გორდელაძე და ვარლამ დიმიტრის ძე გორდელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სამსონ და ზაალ კონსტანტინეს ძე თაყაიშვილები, ვლადიმერ ვახუშტის ძე თოიძე, სილოვან ნიკოლოზის ძე თოიძე და ანტონ ეგნატეს ძე კონტრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.