ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რედაქციას სთხოვა გაზეთ „ქრონიკაში“ ადგილი დაეთმოთ შემდეგი მიმართვისათვის: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა დაბეჯითებით სთხოვს საზოგადოების განყოფილებათა გამგეობებს, რომ დააჩქარონ წევრთა სიების გამოგზავნა, რომ შესაძლებელი იყოს დაუგვიანებლად რწმუნებულთა განაწილება განყოფილებათა შორის და შემდეგ რწმუნებულთა არჩევა. ასევე, სასურველია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა წევრმა და სასურველია ყველა წევრმა აღიდგინოს წევრობის უფლება საწევრო თანხის გადახდით. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო საზოგადოების 15 რწმუნებულთაგან ხელმოწერილი განცხადება, რომ მოეწვიათ რწმუნებულთა საგანგებო კრება, რომლის მიზანი იყო: 1) 27 ივლისს დამტკიცებული საზოგადოების ახალი წესდების გატარება, 2) ეკონომიკური კრიზისის გამო საზოგადოების სამოქმედო გეგმის გადახედვა, 3) იმ ფილიალთა ლიკვიდაცია, რომელიც დახურული იყო და საქმის გარკვევა იმ ფილიალთა შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებდა საზოგადოების მიზნებს. ხელს აწერდნენ: უშანგი ელიავა, პ. კახიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, თევდორე კიკვაძე, გრიგოლ ნათაძე, ნინო თეიმურაზის ასული ელიავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი, ფილიპე გლახუნას ძე ლორია, ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე, მინადორა ტოროშელიძე, გ. ბახტაძე, ვ. მგელაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, კოწია გვარჯალაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „გარეშე საფრთხის გამო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სწერს საქართველოს წარმომადგენელს ლონდონში, რომ საჩქაროდ მოელაპარაკოს ინგლისის მთავრობას, პრემიერმინისტრ ლოიდ ჯორჯს ან ჯონ ტილს მაინც, რადგან ნოტაში მიწერილი საკითხის მოგვარება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „კიდევ განმარტება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ქუდზე კაცისთვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სიმონ ქვარიანის წერილი „სიძვირესთან ბრძოლა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ კალანდაძის თხოვნა ორი ქართველი მაჰმადიანი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცეს განსვენებული ტიტე კახიძის ხსოვნას. გამგეობამ ორმოცი დღის შემდეგ პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტა, რომელსაც მთელი შემადგენლობით უნდა დასწრებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჭუმბურიძის წინადადება მისი წიგნის, „თაიგულის“, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის გამგის, ივანე გიორგის ძე ავალიშვილის, თხოვნა მაღაზიაში სალაროს მოწყობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკო ჯანაშიას ქვრივის, ელენე ჯანაშიას თხოვნა ყოველთვიური დახმარების შესახებ. გამგეობამ ქვრივისთვის შვილის აღსაზრდელად ნოემბრიდან თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში მეოთხე განყოფილებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იპლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ მას კავკავის სკოლის დასახმარებლად თანხა არ მოეპოვებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის მოხსენება მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვისა და მისთვის ავანსის გადადების შესახებ. გამგეობამ ჯანაშვილისთვის ყოველთვიურად 15 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დედებისა და ბავშვების დამცველი საზოგადოების თავმჯდომარის თხოვნა საზოგადოების სახლში მყოფი ბავშვებისთვის წიგნების ჩუქების ან ფასდაკლებით მიცემის შესახებ. გამგეობამ მათთვის 10 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ „ბუნების კარი“, როგორც ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელო, სასწავლო კომიტეტმა დაიწუნა და მის ნაცვლად მესამე განყოფილების კურსისთვის „გუთანი“ შემოიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ წარდგენილი „აკიდო“, რომელიც იმჟამად იბეჭდებოდა, მესამე განყოფილების კურსს შეიცავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ბეზობდალისკენ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე თორაძის წერილი „კოლექტიური თუ ინდივიდუალური წყობილება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე თორაძის წერილი „პროლეტარიატი და კლასობრივი ბრძოლის კულტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „პერსპექტივაში“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 ნოემბრიდან ეკატერინე სერგოს ასული მესხი ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძემ მისწერა, რომ ფილიალის ლიკვიდაციას წესდების თანახმად განყოფილების წევრთა საზოგადო კრება დამსწრეთა 2/3 ხმის უმრავლესობით ახდენდა.