რეგისტრირებული ფაქტები47856
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სახალხო მასწავლებლის, სიმონ ორჯონიკიძის ცოლ-შვილისთვის მიეცათ ჯამაგირი პენსიის დანიშვნამდე, სამაზრო კომიტეტმა გადასცა 1000 მანეთი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე იყო დამსახურებული სახალხო მასწავლებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დეპეშათა სააგენტომ დამფუძნებელი კრების საზეიმოს სხდომის ანგარიშში არ შეიტანა დეპუტატ გიორგი გვაზავას სიტყვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი და ნათესავები, ნინა თომას ასული შერვაშიძისა, ნადია თომას ასული წულუკიძისა, პლატონ გიორგის ძე წულუკიძე, ოლღა თომას ასული, მიხეილ თომას ძე, დესპინე ანტონის ასული და ეკატერინე ესტატეს ასული დიდიები იუწყებოდნენ, რომ პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის წლისთავის პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 13 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს იტალიის მისიის უფროსი გაბბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ 10 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაადგინა, ცნონ „დე ფაქტოდ“ საქართველო და აზერბაიჯანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო იტალიის მისიის უფროსის, გენერალური შტაბის პოლკოვნიკ გაბბას დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საფრანგეთის მისიის უფროსმა ე. დე-ნონანკურმა საფრანგეთის მთავრობის დეპეშის პირი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის მისიის უფროსისგან, ე. დე-ნონანკურისგან მიიღო მისალოცი დეპეშა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე მამა დავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდზე სიტყვები წარმოთქვეს დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ და ვახუშტი კოტეტიშვილმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სტეფანე პეტრეს ძე სტურუას მეუღლე იყო დომნა სტურუა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული შრიფტის შემსწორებელი მცირე კომისიის კრება თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გამუდმებით ოჯახზე ფიქრობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებამ მოქმედი წესდების შესაცვლელად აირჩია საგანგებო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, შალვა დადიანი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ივანე მაჭავარიანმა წევრთა კრებას აუწყა, რომ სარევიზიო კომისია იძულებული იყო მოეწვია საზოგადო კრება, რადგან გამგეობას სამი წლის განმავლობაში არ მოუწვევია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ხოლო მდივნად – არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით შედგა ქართული შრიფტის შემსწორებელთა კომისიის კრება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს, 18 საათზე, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგემ, დეკანოზმა გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძემ ახალქალაქის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორს სთხოვა ეშუამდგომლა მისთვის, რათა ქართული საგნების მასწავლებლად და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში დამრიგებლად დაენიშნათ. მას მასწავლებლობის ძალიან დიდი სურვილი და გამოცდილება ჰქონდა. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ნამსახურეობის სიას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე 1920 წლის 31 იანვრის N82 ბრძანებით ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ პირველი იანვრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაეშვათ. ის ივანოვას ნაცვლად დროებით ატარებდა გაკვეთილებს. ჭელიშვილმა სამინისტროს დარია ალიხანოვას მოწმობის ასლიც N 221 გუგზავნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.