ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51694

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 27 წლის არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ ევგენია და რევაზ გედევანიშვილები შვილებთან ერთად იუწყებოდნენ მამიდის, ანასტასია (ტასო) ლეონიძე-ხატისკაცის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ევგენია ნიკოლოზის ასული ლეონიძე იყო რევაზ გედევანიშვილის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა ალექსანდრეს ასული დადიშქელიანი იყო ჯანსუღ თენგიზის ძე დადიშქელიანის მეუღლე.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ ჯანსუხ თენგიზის ძე დადიშქელიანი და ანა ალექსანდრეს ასული დადიშქელიანი იუწყებოდნენ, რომ საშა (ალექსანდრე) ჯანსუღის ძე დადეშქელიანის ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპვიდან 5 წლის შემდეგ გადაიხდიდნენ პანაშვიდს ზუგდიდის სულიწმინდის მოფენის ეკლესიაში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე გრიგოლ მაისურაძე სახელმწიფო დრამის თეატრის თანამშრომელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ვალერიან სიდამონ-ერისთავი სახელმწიფო დრამის თეატრის მხატვარი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე გიგო იორდანიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრში სცენარისტი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ნინო ალექსანდრეს ასული გამრეკელი-თორელი სახელმწიფო დრამის თეატრში რეჟისორის თანაშემწე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე აკაკი ფაღავა სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 ოქტომბერს სოფელ წინამძვრიანთკარში გაიმართებოდა საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალების მეორმოცე დღის წირვა და პანაშვიდი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო სოლომონის ასული ზანდუკელი-ფავლენიშვილი დუშეთის ხაზინადარ სოლომონ ზანდუკელის ქალიშვილი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 44 წლის კონსტანტინე მელქისედეკის ძე ნაკაშიძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 58 წლის გიორგი დავითის ძე მაყაშვილი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 36 წლის ივანე ბეგლარის ძე ღლონტი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები გიორგი დავითის ძე ციციანოვი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 45 წლის სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 28 წლის ტრიფონ ონისიმეს ძე შენგელია.