ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51742

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლიდან იოსებ გედევანიშვილი რუსეთის საიმპერატორო ჯარში მსახურობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლისათვის კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი მსახურობდა დუშეთში, ნოვობაიაზეთის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაურად.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-1923 წლებში იოსებ გედევანიშვილი იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილმა რევოლუციონერებს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციაში შეუწყო ხელი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილის ხელშეწყობით რევოლუციონერებმა ხაზინიდან 315000 მანეთი გაიტაცეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი რევოლუციონერების მხარდაჭერისთვის კაპიტანი გედევანიშვილი დაითხოვეს არმიიდან, ჩამოართვეს სამხედრო წოდება და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლიდან იოსებ გედევანიშვილი თეატრალური ცხოვრებითა და დრამატურგიით იყო დაკავებული.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის ნაციონალური არმიისა და ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან იოსებ გედევანიშვილი პირველი ფორმაციის ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აღმასკომის წევრი და სოციალისტ ფედერალისტთა ბათუმის ე.წ. „პარტიზანული რაზმის” მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის აგვისტოდან იოსებ გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან იოსებ გედევანიშვილმა დაიწყო სტატიების გამოქვეყნება სამხედრო ისტორიისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველო სამხედრო მინისტრის №34 ბრძანებით, საბრძოლო დამსახურებისათვის იოსებ გედევანიშვილი წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დასაწყისიდან იოსებ გედევანიშვილი აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის გენერალ გუბერნატორად და ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 12 მარტიდან იოსებ გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში იოსებ გედევანიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დეკემბრიდან იოსებ გედევანიშვილი ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლიდან, რუსული ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის დაწყების საშიშროებასთან დაკავშირებით, იოსებ გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს იოსებ გედევანიშვილს დაქვემდებარებულმა ჯარებმა ვერ შეძლეს რუს ბოლშევიკთა მე-11 წითელი არმიის შეტევის შეჩერება, რამაც არსებითად განაპირობა ქართული ჯარების უკანდახევა და დამოუკიდებლობის დაკარგვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, იოსებ გედევანიშვილი მთავრობის წევრებისა და სხვა სამხედროების მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა საქართველოში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1926 წლებში იოსებ გედევანიშვილი ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი ანტისაბჭოური გამოსვლებისათვის დააპატიმრეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.