ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ერმილე ივანეს ძე ჩხობაძე, რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე და ივანე საბას ძე ჩოხელი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სანდრო ჩოდრიშვილი, ნიკოლოზ ჩაგუნავა, გიორგი ივანეს ძე ჩხეიძე, ვასილ გრიგოლის ძე ჩიხრაძე და სერაპიონ პეტრეს ძე ჩიკვილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა გზათა დეპარტამენტის სტიპენდიატობის კანდიდატი ილია პავლეს ძე ზერეკიძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ერთი დიდი ურემი კომბოსტო შესწირა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ილია გიორგის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მიხეილ ანდრიას ძე მაისურაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893 წელს იაგორ გურგენის ძე მამინაიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ვ. მამულაიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ივანე ათანასეს ძე მაყაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მარჯანოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მარიამ იაგორის ასული მათიაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს სოფიო გიორგის ასული მასალკინი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883 წელს მარიკ-ეფენდი ემირ-აღა-ზადე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ვლადიმერ ჩოჩია, ერმილე ჩომახიძე, გიორგი ჩხაიძე, კალენიკე ჩხაიძე, ევტიხი ჩხატარაიშვილი, თათუშა ჩხეიძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ილია ჩხეიძე და ერმილე ჩხობაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის დახმარების თხოვნით მიმართა ძმებს – ისაკ და აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილებს, რომელთაც ავეჯის მაღაზია ჰქონდათ ბაქოში.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს (სააკოვს) დონის როსტოვში, ბოლშაია სადოვაიას ქუჩის N 74-ში ჰქონდა სირაჯხანა „კახეთი" (ტელ.: N 902); მისი ღვინოები დაჯილდოებული იყო დიდი პრიზებით პარიზსა და ბრიუსელში, ასევე სხვა გამოფენების არაერთი დიდი ოქროსა და ვერცხლის მედლით.