რეგისტრირებული ფაქტები46856
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: მფლობელობა
1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, ალექსანდრე ლუარსაბის ძე გოცირიძეს აფთიაქი ჰქონდა ბაქოში, ტელეფონაიას (Телефонная) ქუჩაზე.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის დასახმარებლად მოწოდებები დაუგზავნა ბალახანის ნავთობსარეწზე მომსახურეებსა და ბაქოს ფილიალის წევრებს: იოსებ იულონის ძე დადიანს, ალექსანდრე ივანეს ძე ბერელაშვილს, მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილს, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძეს, იაკობ მანსვეტაშვილს, ნიკოლოზ იოსების ძე ჯაყელს, ალექსანდრე ლუარსაბის ძე გოცირიძეს, სევერიან გიორგის ძე კეთილაძეს, ივანე (ანანია) პავლეს ძე ემილიანოვს, ს(ვ)იმონ მერაბის ძე კვიტაშვილს, ლევან ქაიხოსროს ძე მამულაიშვილს, ექიმ როდიონოვს, ექიმ მდივანს, ექიმ ალექსანდრე ივანეს ძე მაღალაშვილს, ტყეშელაშვილს და ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილს.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად ფონდისთვის შემოწირულობის თხოვნით მიმართა ბორის სპირიდონის ძე ესაძეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად ზაქარია მარიამულს ფულადი დახმარება სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს სთხოვა, თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსთან ეშუამდგომლა, რათა მათ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 2 500 მანეთი გადაერიცხათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ოქტომბერს განათლების მინისტრის N49 ბრძანებით მარიამ ჩიჯავაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N60 ბრძანებით ვიჩესლავ ვიაჩესლავის ძე რადზივანოვიჩი თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 21 ივნისს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდმა ისაია ფურცელაძისგან მიიღო 10 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდმა ნანეიშვილის მიერ შეგროვებული 34. 80 მანეთი მიიღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხარეო-საბინაო სამმართველოს წარმომადგენელი პ. ა. ლავროვი დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს ინჟინერი ნ. ს. ბალბაშევსკი დაესწრო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგი შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები, ასევე მძიმე მეტალზე პასუხისმგებელი საქარხნო შეხვედრების წარმომადგენელი გრიგოლ ჯანელიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 დეკემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან (წინამძღოლი – გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად შეპირებული თანხის ნაწილი – 700 მანეთი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი დასრულდა და გაზაფხულზე მისი კურთხევა იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ხარჯები ჯერ კიდევ გასასტუმრებელი იყო, თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვეს, მათ მიერ ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი (1800 მან.) საზოგადოების წევრის, ხაზინადარ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისათვის გადაეცათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოწყობის პირველი, 3 500-მანეთიანი პროექტით 2 საფლავის ადგილი იკარგებოდა. გამგეობამ ინჟინერ-ტექნოლოგ პეტრე მამრაძეს მეორე პროექტი შეუკვეთა, რომელსაც დამატებით 2 500 მანეთი სჭირდებოდა, და თავადაზნაურობას მისი დაფინანსება სთხოვა. უარის შემთხვევაში გამგეობას პირველი პროექტი უნდა მიეღო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 5 სექტემბერს პავლე არდაზიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად 3 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 სექტემბერს იოსებ ზედგინიძემ 5 მანეთი შესწირა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ლორთქიფანიძემ მანეთი შესწირა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად ი. წერეთლის შეგროვებული 53 მანეთი მიიღო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 აგვისტოს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაქსიმილიანე ჭავჭავაძემ, ვასილ კახიძემ და ნიკიფორე მამინაიშვილმა გაუგზავნეს 3 მაისს თელავის განყოფილების დაარსების ოქმი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.