ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აპრილში ოლივერ უორდროპი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ოლივერ უორდროპმა გამოაქვეყნა ორას გვერდიანი წიგნი „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ღვინის, ქალებისა და სიმღერების ქვეყანაში“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპის წიგნი „საქართველოს სამეფო“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანკტ-პეტერბურგში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის საქველმოქმედო ფონდი დააარსა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოლივერ უორდროპის ინიციატივით შეიქმნა ინგლის-საქართველოს საზოგადოება.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ონისიმე ნიკოლოზის ძე ჯავახაძე, კოსტა თედოს ძე ჯატიევი, გრიგოლ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი, დავით ჯიქაძე, ალექსანდრე ჯიქია, ანტონ ასალოს ძე ჯანელიძე, მარკოზ არქიფოს ძე ჯაფარიძე, დიმიტრი მიხეილის ძე ჯავახოვი, მარუსია ნიკოლოზის ასული ჯაფარიძე, ანტონ იაკობის ძე ჯოჯუა, ილარიონ თეიმურაზის ძე ჯაში, მამია ილარიონის ძე ჯაში და გიორგი მოსეს ძე ჯაველიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სონა პაპიძე, დავით პიტნავა, ნიკოლოზ იოსების ძე ფსუტური, ნიკო ალექსანდრეს ძე ჟღენტი, ანეტა ჟღენტი, ვახტანგ ჟორდანია, დავით ივანეს ძე პაპიაშვილი, სოფიო პაპალაშვილი, დიმიტრი ზაქარიას ძე პაპალაშვილი, ოლღა სპირიდონის ასული პაატაშვილი, ალექსანდრე ერმალოს ძე პატარიძე, ნატალია ილარიონის ასული პეტრიაშვილი, თედო სოლომონის ძე პაესოვი, ლევან პანოევი, ნინო პროზოროვი და ანა პანდელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კაპიტო მახარაძე, გიორგი მრულიშვილი, ივანე მზარელუა, ოლღა მუჯირი, ივანე მაღლაკელიძე, ილია მაჩაიძე, ზაქარია მარტოძე, სანდრო მინდიაშვილი, ვასილ დავითის ძე მეტრეველი, ვლადიმერ მეძმარიაშვილი, სიმონ ბეჟანის ძე მამულოვი, მიტრო მელიქოვი, ალექსი ივანეს ძე მაჩხატაშვილი, სარქის მადოიანცი, ფილიპე მკერვალიშვილი და ვასილ მსუქანიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე გიორგაძე, ელიზბარ იოსების ძე გოგინაშვილი, სიმონ ალექსანდრეს ძე გოგიშვილი, თეკლე გრიგორის ძე გრიაზნოვი, სიმონ სპირიდონის ძე გუდავაძე, ამბროსი გოცაძე, ბეჟან გოცირიძე, გიორგი არისტარხის ძე ფეოხარი, ივანე ოტიას ძე ღაჭავა, ქრისტეფორე კონსტანტინეს ძე ყავაზოვი, გიორგი პეტრეს ძე მაჭავარიანი, ნიკოლოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე, არისტარხი დიმიტრის ძე ლომიძე, პავლე ისაკის ძე მაღალაშვილი და ქრისტეფორე იაკობის ძე კავთიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ივანეს ძე ხუციშვილი, მარიამ გიორგის ასული ხაბურზანია, ივანე ექვთიმეს ძე ხელაძე, ვლადიმერ ექვთიმეს ძე ხელაძე, რუბენ ლაზარეს ძე ხარაბაძე, ანტონ ფარნაოზის ძე ხოშტარია, ილარიონ პავლეს ძე ხვედიანელი, მოსე დავითის ძე ხაბაიშვილი, პროკოფი თეიმურაზის ძე ხოშტარია, იესე ალექსანდრეს ძე ხუნდაძე, დავით ივანეს ძე ხარხარაული, აკაკი ივანეს ძე ხუხუნი, ეფემია ნიკოლოზის ასული ჯაიანი და ივანე დარისპანის ძე ჯაიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგ წევრებს: რუსუდან დავითის ასული ბარათაშვილს, ნინა სოლომონის ასული ბერიევს, იოსებ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილს, მარიამ ნიკოლოზის ასული ბარათაშვილს, ივლიანე სიმონის ძე ბურჭულაძეს, იასონ გიორგის ძე ბახტაძეს, ალექსი იასეს ძე ბურდულს, მიხეილ ანდრიას ძე ბარნოვს, იასონ გიორგის ძე ბერაძეს, ივანე გრიგოლის ძე ბერიანიძეს, გიორგი ბიწკინაშვილსა და კოტე ალექსანდრეს ძე ბერძნიშვილს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარიამ ალექსანდრეს ასული ბედოშვილი, გიგოლა ქიტესას ძე ბეროშვილი, ნოე ილიას ძე ბოკერია, ვლადიმერ თომას ძე ბალავაძე, ვარლამ ოქროპირის ძე ბუაძე, კოსტა გაბრიელის ძე ბებისაშვილი, სიმონ ნესტორის ძე ბაქრაძე, ტერენტი გიორგის ძე ბაღათურია, ლევან ბაქრაძე, სოფიო გვაზავა, ნესტორ ერასტის ძე გაბუნია, შალვა გვაზავა, ლიდია გოროდეცკი, მოსე იესეს ძე გიორგაძე, ალექსანდრე პავლეს ძე გოგიბერიძე, ლუკა გრძელიშვილი და სოფიო დავითის ასული გოზალაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ლევან კმოსტელი, დავით კობაიძე, ილარიონ კაციტაძე, ბარბარე ვლასის ასული კობახიძე, ირაკლი კაციტაძე, ალი კატაშიბაშვილი, მარო თეოფილეს ასული კალანდარიშვილი, სიმონ კირვალიძე, ილია კალმახაძე, გრიგოლ ლომთაძე, გერასიმე ლუბანიძე, მანია ლომჯარია, გედეონ მიხეილის ძე ლორია, ქეთევან ლაპიაძე, ონისიმე იაკობის ძე ლომიძე, ალექსანდრე ანდრიას ძე ლეკვეიშვილი და ვანო ლელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე ნიკოს ძე კაპანაძე, მ. კუხიანიძე, გიორგი კრაწაშვილი, ნიკიფორე კერვალიშვილი, ელენე კიკნაძე, აგნესა დიმიტრის ასული კალანდარიშვილი, ოლღა კორინთელი, ლუკა კერვალიშვილი, თევდორე დ.-ს ძე კიკალიაშვილი, ტიმოთე ალექსანდრეს ძე კვანტალია, ანა კუბიაშვილი, მიხეილ კუბიაშვილი, სარქისა კოსტაშვილი, ფეოდოს კალანდაძე, ლავრენტი ივანეს ძე კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ფილიპეს ძე კობალაძე და გიორგი შიოს ძე კვიჟინაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით გრიგორის ძე კიკნაძე, ანა გრიგოლის ასული კიკნაძე, ანდრია ლუკას ძე კვიტატიანი, კარპეზ ამბაკოს ძე კაპანაძე, ზეზია ივანეს ასული კაპანაძე, თამარ მიხეილის ასული კაჩუხოვი, ვლადიმერ ნიკიფორეს ძე კანდელაკი, გრიგოლ გიორგის ძე კახიანი, სარდიონ საბას ძე კავზინაძე, თამარ კორძაია, თედო მიხეილის ძე კოპალაძე, ქეთევან მიხეილის ასული კოპალაძე, ივანე გიორგის ძე კირკაშიძე, ნოე ბესარიონის ძე კუკულაძე, ქეთევან კონტრიძე და გაიანე კონტრიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძის ცნობით, 1881 წლის 23 ნოემბრისთვის სოფელ შემოქმედის სკოლაში სწავლობდა 75 მოსწავლე, 65 ვაჟი და 10 ქალი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მთაწმინდის მაიდანი, მთის ქუჩა, N2-6, ანანიაშვილის სახლი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, საშუალო სასწავლებლის კურსები.

1918

ტიპი: თანამდებობა

ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე იყო ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო იაკობ ღულაძე.