ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე – ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი და ოფიცერი ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 1910 წელს გამგეობას საწევრო გადასახადით დაახლოებით 300 მანეთი შეუვიდოდა, წარმოდგენებიდან – 200, წიგნის მაღაზიიდან – 150; 334 მანეთი წინა წლიდან იყო დარჩენილი ხაზინაში. თელავის განყოფილებას შემოსავალი სავარაუდოდ სულ 984. 69 მანეთი ექნებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას იმ წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობას სურდა, ორგანიაზაციაში მეტი ადამიანი მოეზიდა და გაეწევრიანებინა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობასმუშაობის წლიური ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობა თბილისის სათავადაზნაურო ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სახლისა და ეზოს შეძენას აპირებდა ყვარელში.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოფადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი და 1909 წლის შემოსავლის 20% – 71 მან. 87 კაპ. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო წვრილ ხარჯებზე (წერილები, ბეჭდები, დეპეშები და სხვა) დაიხარჯა 23 მან. 58 კაპ. სულ 1909 წლის გასავალი შეადგენდა 184 მანეთსა და 58 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1909 წელს საზოგადოების 55 წევრის საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 165 მანეთი, ხოლო შემოწირულობებიდან – 282 მან. 87 კაპ. სულ შემოსავალმა შეადგინა 447 მან. 87 კაპ. ამ თანხაში შედიოდა 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი, რომელიც თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1908 წლის 24 დეკემბერს. ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის მეოთხე მუხლის საფუძველზე, 1910 წლის 8 მარტს, თელავის განყოფილებამ ასევე გაუგზავნა მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20%, ე. ი. 357 მანეთისა და 87 კაპიკის 20% – 71 მან. 40 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობის მიზანი იყო ქ. თელავში ან თელავის მაზრაში პირველი დაწყებითი სკოლის გახსნა. ვინაიდან ამ მიზნის განსახორციელებლად თელავის განყოფილებას არ გააჩნდა სხვა საშუალება, ის აპირებდა საღამოებისა და წარმოდგენების გამართვით ფულის შეგროვებას და ამით საზოგადოების მატერიალურად მოღონიერებას. სკოლის შესანახად 1910 წელს ქ. თელავში იგეგმებოდა წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, იმ წელს მასწავლებელთა ხელფასებზე 2 280 მანეთი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასებზე – 253, შენობის შესაკეთებლად – 692. 83, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატს კი 85. 50 მანეთი მისცა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსდა ახალსენაკის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ვასილის ძე გამზარდია.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნინა ბახვას ასული თევზაია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე 3 თვით დააპატიმრეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.

1909

ტიპი: ავტორობა

ივანე პაატაშვილის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წელს დაიწყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე გაზეთ „დროებაში“ წერდა, რომ 1905 წელს საქართველოს შეემატა ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ 1905 წელს ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი პროგრამის განხილვა მომავლის სამოქმედო გეგმის დასახვისთვის აუცილებელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ალექსანდრე გიორგი ჯაბადარი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-1910 წლების სეზონზე ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაეარსებინა რეჟისორის დამხმარე ასეთი შემადგენლობით: ტრიფონ რამიშვილი, ლევან თედოს ძე მეტრეველი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, მოსე ივანეს ძე თოიძე და სხვ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-1910 წლების სეზონზე ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაეარსებინა რეჟისორის დამხმარე წრე ასეთი შემადგენლობით: გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, ალექსანდრე ყანჩელი, ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ საბას ძე ადამაშვილი და სხვ.