ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები42878

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ოლღა გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ოლღა (ოლგა) თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის ბოლოს თედო სახოკია ჩაირიცხა ეგრეთ წოდებულ „ფილოქსერიის პარტიაში“, რომელსაც ვენახებსა და ვაზებში მავნებელი მწერის, ფილოქსერას აღმოჩენა და განადგურება ევალებოდა.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 6 მაისს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 6 მაისს ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 6 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მომავალი წლის ანგარიშის შესამოწმებლად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძე, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი, იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი და გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძე.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის 5 წევრი აირჩიეს: რაფიელ ყაზბეგი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია წინამძღვრიშვილი, მიხეილ ყიფიანი და ივანე მაჩაბელი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.

1895

ტიპი: ორგანიზაცია

1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1895

ტიპი: ორგანიზაცია

1895 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია ბადრიძე დაახლოებით 17 წლის ასაკში გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ივანე კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს მღვდელი პლატონ გამრეკელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საპატიო წევრებად აირჩია ალექსანდრე ეპისკოპოსი და აკაკი წერეთელი.