ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50738

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს მდივნის მოხსენება გრიგოლ დადიანის პრემიის ახალი საკონკურსო ვადის დანიშვნის შესახებ.

1907

ტიპი: სტატუსი

1907 წელს თომა სარაჯიშვილი, იაკობ კონჭუხიძე, ზაალ მჭედლიშვილი, ივანე მაისურაძე, ილია სხირტლაძე, ივანე მრევლიშვილი და ი. მოსულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სასკოლო კომიტეტის წევრობის კანდიდატები იყვნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის თხოვნა მისთვის წიგნების ხარჯებისათვის კრედიტის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს (15 თუმნის კრედიტით).

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 14 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვი ჭეშმარიტ რუსთა პარტიის წევრმა რევოლვერით მოკლა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 იანვარს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა მიხეილ მაჩაბელს მისწერა, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხდა ამის გამო და აპირებდა, თავად-აზნაურთა კრებაზე დაესვა საკითხი ილიასთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ირეთელის ფსევდონიმით დაიბეჭდა პოლიევქტო ანტონის ძე კალანდაძის სატირა ილია ჭავჭავაძეზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია და სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სოლომონ მიხეილის (გრიგოლის) ძე ოთარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ალექსანდრე წერეთელი ამხანაგებთან ერთად მოწაფეთა საერთო მოძრაობის დროს მცირე ხნით დააპატიმრეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთან ამავე საზოგადოების ბიბლიოთეკა დაარსდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ბესარიონ ტარიელის ძე კუტალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს დავით შარაშიძე ციხეში იჯდა ქუთაისში, მასთან ერთად იყო ებრალიძეც, ფერშალი რომელსაც დავითი შემდეგ საფრანგეთში შეხვდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ილარიონ ქაიხოსროს ძე ქელბაქიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.