რეგისტრირებული ფაქტები50091
სორტირება თარიღი კლებადობით
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვასილ კოპტონაშვილმა ახალქალაქის მაზრის სოფელ ჩუნჩხის, ხოლო ელისაბედ დეკანოზიშვილმა სოფელ რუისის სამკითხველოსათვის წიგნები სთხოვეს.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. ყრილობა ხალხში განათლებისა და რწმენის გაძლიერების აუცილებლობას ეხებოდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 15 სექტემბერს ჭელიშის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო ამბროსი ხელაია იყო, რაჭის სამღვდელოება შეიკრიბა. სხდომაზე გადაწყდა, შეექმნათ უფასო ბიბლიოთეკები, დაებეჭდათ პატარ-პატარა წიგნაკები წმინდა მამათა და მოწამეთა შესახებ და ხალხში გაევრცელებინათ.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლის 14 სექტემბერს კოჯრის გზაზე ბოტანიკური ბაღიდან მომავალ მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ სომხური პარტიის, „დაშნაკცუტიუნის“ წევრები და გოლიცინი თავსა და ხელში დაჭრეს.
1903
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იოსებ მერკვილაძის განცხადება წიგნების ანგარიშის გასწორების შესახებ. განცხადებას თან ერთვის ცნობა, რომ 1903 წლის 28 აგვისტოს დადგენილების თანახმად, 1903-1909 წლებში მას საზოგადოებისგან მიჰქონდა წიგნები საკომისიოდ. სამსონ ფირცხალავას თავმჯდომარეობის დროს კი გამგეობამ დაადგინა, რომ მერკვილაძისთვის მიეცა 30 თუმნის წიგნები, რომელთა საფასურსაც ყოველ სამ თვეში გადაიხდიდა, თუმცა ის დანიშნულ ვადებში თანხას არ იხდიდა და ისევ მიჰქონდა წიგნები გასაყიდად. თანხის გადაუხდელობის გამო მას გამგეობამ მისთვის მისაცემი ფულიდან ჩამოაჭრა 380.79 მანეთი, რადგან ეგონათ, რომ მას წიგნები გაყიდული ჰქონდა, თუმცა 1912 წელს მერკვილაძემ წარმოადგინა იმ წიგნთა სია, რომლებიც გაუყიდავი დარჩა და ითხოვა ანგარიშის გასწორება. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ გაესწორებინათ მასთან ანგარიში და გაუყიდავი წიგნები უკან დაებრუნებინათ.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 16 ივლისს ახალციხის სკოლის პედაგოგ ბ. ქიქოძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ადგილობრივი ბიბლიოთეკის ზედამხედველობა მიანდო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 2 ივნისს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ქართულ-მეგრული ეპარქიის ჩარევით ხეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევმა პოლიტექნიკუმს 700 000 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 600 000 მანეთი შენობის ასაგებად უნდა მოეხმარათ, ხოლო 100 000 მან. 50 სტიპენდიატისთვის გაენაწილებინათ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 19 მარტს ახუთის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგებმა თეიმურაზ ჭიჭინაძემ და მარიამ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლის 13 თებერვალს დაიბადა მასწავლებელ ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძის ვაჟი დავითი.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 9 თებერვალს სომხურ გაზეთ „მშაკში“ დაიბეჭდა სტატია „კავკასიის სტუდენტთა დამხმარებელი საზოგადოების ერთი განაჩენის გამო“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამო ქართველები კაცთმოძულეებად, „მოძმეთჭამიებად“ და „სომეხთყლაპიებად“ არიან მოხსენიებულნი.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის თებერვალში გაზეთ „Исторический вестник“-ში გამოქვეყნდა რეცენზიაილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ავტორი მადლობას უხდიდა ილიას ისტორიის ფალსიფიკატორთა მხილებისთვის და ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს ამ ნაშრომის რუსულენოვანი მკითხველისთვის გაცნობისათვის.