ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46801

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მაისში გომარეთის მასწავლებელი მიხეილ კლიმიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მაისის ხელფასთან ერთად ზაფხულის თვეების ხელფასიც მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლასხიშვილის ცნობით, ქართული თეატრალური წრე, რომელიც მართავდა სახალხო წარმოდგენებს, 1899 წელს დგამდა სპექტაკლს „ბუნდოვანი სურათები“, ასევე იგეგმებოდა სახალხო კითხვის მოწყობა ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვს ბიბლიოთეკისთვის წელიწადში 100 მანეთის შემწეობის მოცემას შეჰპირდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ანასტასია წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლას 100 მანეთის საზოგადოების წიგნები გადასცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ორ ბიძაშვილს უხდიდა სწავლის საფასურს სათავადაზნაურო სკოლის პანსიონში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილს საზოგადოება უხდიდა კომერციული სკოლის გადასახადს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს სთხოვა ნებართვა პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის ნაცვლად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი მუშაობდა მასწავლებლად კავკავის სკოლაში, ის ასევე ასწავლიდა გალობას და იყო ქოროს ხელმძღვანელი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ოქტომბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ დირექცია წინააღმდეგი არ იყო, პართენ გოთუა დანიშნულიყო კავკავის სკოლის გამგედ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ელენე ანტონოვსკის მისცა 15 მანეთი ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერაში.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს პავლე ლუკიანეს ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა, 1901 წელს კი – ბათუმის განყოფილების წევრი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების ოქმების მიხედვით, ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმი უანდერძა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი იყო თომა იოსების ძე ასათიანი.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ალექსანდრე მანუჩარის ძე მიქაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.