ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49207

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის მონაცემებით სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილს სამხედრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილმა მიიღო სასოფლო განათლება.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილმა დაასრულა თელავის სასულიერო სასწავლებლის 4 კლასი.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.

1922

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს მიღებული ჰქონდა „კომერციული“ განათლება, პროფესიით იყო ბუღალტერი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ სხვა ქართველი სტუდენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდათ.

1922

ტიპი: განათლება

1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ალექსი მირიანაშვილს პირველად მოუსმენია ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, „ბედი ქართლისა“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“.

1921

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1921 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გრიგოლის ძე კოპინაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 3 მარტს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე საფაროვს დამთავრებული ჰქონდა კურსი კიევის უნივერსიტეტში კანდიდატის სტატუსით (ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი).

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე კუზმინს დამთავრებული ჰქონდა ტანვარჯიშის საზოგადოება „სოკოლის“ კურსები და იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი.