ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გაგადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველთ: მაგდანა ჩხარტიშვილს, ესტატე ჩხარტიშვილს, მარკოზ მექვაბიშვილს, კირილე მექვაბიშვილს, ირაკლი დარჩიას, გიორგი ფირცხალაიშვილს.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გრიგოლ ბესარიონის ძე ჯანელიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი სამსონ ჯანსუღის ძე გელოვანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკოლოზ იოსების ძე ჭრელაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმში ქალაქისთავის თანამდებობაზე გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს არჩილ ჯორჯაძე იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ სარედაქციო საქმეთა ხელმძღვანელი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გიორგი დეკანოზიშვილი იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ გამოცემის ტექნიკური შემსრულებელი.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილმა ვენაში ჩამოასხა ქართული შრიფტი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გიროგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში გაემგზავრნენ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში ქართველი მესტამბე სტეფანე მელიქიშვილი ვენაში მოღვაწეობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მიხეილ ესაკია ფოთის პორტში მსახურობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს მიხეილ ესაკია სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმები საქართველოში დათარაშებოდნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გენერალ ალიხანოვის რაზმებმა 1905 წლის რევოლუციის მონაწილეები შეიპყრეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნიკოლოზ თავდგირიძე იყო სოხუმის ქალაქისთავი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს პარიზში თედო სახოკიას ორგანიზებით გამოცემული „საქართველოს“ პარალელურად გამოვიდა ფრანგული გაზეთი „La Georgie”.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკია პარიზიდან მარსელში გაემგზავრა, იქიდან კი გემით − საქართველოში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს მარსელიდან გამოსული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის საშუალებით თედო სახოკიამ საქართველოში ჩამოიტანა პარიზში დაბეჭდილი „საქართველოს“ პირველი ფრანგულ-ქართული ნომრები.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის გაზაფხულზე პარიზში მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილმა თითქმის ყველა იქ მყოფი ქართველი და მათ შორის, თედო სახოკია, სამშობლოში გამოგზავნა სარევოლუციო საქმიანობის გასაგრძელებლად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის გაზაფხულზე პარიზში მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილმა თედო სახოკიას დაავალა საქართველოში წასვლა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღის გადმოცლა შავიზღვისპირეთის სხვადსხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში პარიზიდან საქართველოში მეორედ დაბრუნებულმა თედო სახოკიამ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტები დააარსა ფოთში, ბათუმსა და სოხუმში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში პარიზიდან საქართველოში მეორედ დაბრუნებულმა თედო სახოკიამ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ახლადდაარსებული კომიტეტები დაახლოვა ქართველ ესერთა კომიტეტთან.