რეგისტრირებული ფაქტები49980
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 26 ივნისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს მთავრობას, რომ ღია წერილით მიმართოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დაფიქსირებული იქნება ვარშავის ინციდენტი და ბოლშევიკების აგენტების კამპანიის შესახებ ინფორმაცია. მისი აზრით, ეს ფაქტი სასურველ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 23 ივლისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანმა, ხარიტონ შავიშვილმა წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც იგი საუბრობს ერთა ლიგის დემონსტრაციაზე მშვიდობიანობის დასამყარებლად და სთხოვს მას, მთავრობის პოზიციის გაზიარებას და დელეგატების გამოგზავნას, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსრიდეს ქართველი ხალხის პოზიცია.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 18 მარტს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს, რომ რუსი მონარქისტები ფარულად მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას. თუმცა, ვერ აკონკრეტებს რომელ მონარქისტულ ჯგუფზეა საუბარი და სთხოვს ევგენი გეგეჭკორს, გაუზიაროს ცნობები არსებული ინფორმაციის შესახებ.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ვარშავის კლუბის "პრომეთეოსი" პრეზიდიუმში წარადგინა წინადადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წერილის თანახმად, თუ რაიმე საერთო გამოსვლა დაიგეგმება სსსრკ- ში შემავალი ერების მონაწილეობით, ქართველებიც მათ უნდა შეუერთდნენ. გამოითქვა უკმაყოფილება სხვადასხა ერების მიერ, თუმცა ღონისძიება მაინც კარგად ჩატარდა და უამრავი ადამიანი დაესწრო.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 18 თებერვალს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, ვარშავაში ახალი კლუბის "პრომეთეოსის" დაარსების შესახებ. კლუბში შედიან სსრკ-ს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები. კლუბის შეკრებაზე დაისვა წინადადება, რომ ყველა ერმა ერთ დღეს იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე. იოსებ სალაყაია ევგენი გეგეჭკორს სთხოვს აღნიშნულ თემაზე პასუხს.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 19 ნოემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს 1928 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მომხდარ ცვლილებებზე. კერძოდ, დანგრეული ნაციონალური დემოკრატიული პარტია ისევ უმრავლესობაში მოვიდა და მემარცხენეები დამარცხდნენ, რაც აიხსნება იმ პერიოდში განხორციელებული რეპრესიებით.
1931
ტიპი: ავტორობა
1931 წლის 14 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ვარშავაში მთავრობის წარმომადგენელ იოსებ სალაყაიას, რომელშიც ის საუბრობს გრიგორ ალშიბაიას სანდოობაზე და მისი უნარების სწორად გამოყენებაზე. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს საფრანგეთში მდგომარეობის გამწვავებაზე და დიდი იმედი აქვს მოწინავე კაცობრიობის გადარჩენასთან ერთად, საქართველოც თავს დაიხსნის ბარბაროსული რეჟიმისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი ჯოტო შერვაშიძისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი ჩოკაევისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაციის ჩეულებრივი სხდომები იმართებოდა ხუთშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ. დაუგეგმავი სხდომის მოწვევა ხდებოდა დელეგაციის პრეზიდიუმის ინიციატივით, ან დელეგაციაში შემავალი ერთი პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნით. დელეგაციის სხდომის ოქმებში მხოლოდ დელეგაციის დადგენილებები უნდა შესულიყო.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაციაში პრინციპული საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო პარტიათა საერთო შეთანხმებით და ტექნიკური საკითხები კი – ხმის უმრავლესობით.