ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1918

ტიპი: ღონისძიება

ივანე გველესიანმა მიიღო შეტყობინება, რომ უნდა დაეცალა ბინა, რომელიც მდებარეობდა მეხუთე ქალთა საეპარქიო გიმნაზიის შენობაში. ხელს აწერდნენ: სერგი დანელია და ნიკოლოზ აბესაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ოზურგეთის სამაზრო ერობას, რომლის მიხედვითაც აცნობა ივანე გველესიანის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნა და სთხოვდა საბარგო ავტომობილით დახვედროდნენ სადგურზე. ჩამოსვლის დროს კი თავად გველესიანი აცნობებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრო ოზურგეთის ქალაქისთავს სთხოვდა მიეღოთ ყოველგვარი ზომები და ივანე გველესიანისთვის ბინის საკითხი მოეგვარებინათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს გორის ვაჟთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 17 სექტემბერს, ღამით, ქუთაისში გულის შეტევით გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში გიორგაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 სექტემბერს ეროვნულ საბჭოში ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა გრიგოლ ვეშაპელმა წარმოთქვა სიტყვა საქართველოს ღერბის შესახებ, როცა ღერბად წმინდა გიორგი დაკანონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა 1000 რუბლი გაიღო უპოვართათვის დასარიგებელი ცხვრის ხორცის საყიდლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაილზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა თბილისის მეჩეთს შესწირა 500 რუბლი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თბილისის მეჩეთში „ჯამა“ აღასრულეს წირვა, რომელსაც დაესწრნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში აბდულ ქერიმ ფაშა და მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის უფროსი მარიამ ნიკოლოზის ასული ეფრემოვისა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, ოლღა სანიკიძე-ვოლობუევისა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის უფროსი ქალის თანამდებობაზე დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კლდის მრწამსი“.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი ფლობდა ბინას ვერაზე, გუნიბის ქუჩა N 41-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი იღებდა ბავშვებს და შინაგანი სნეულების მქონე ავადმყოფებს დილის 9-11 და საღამოს 5-7 საათებში თავის ბინაზე: ვერა, გუნიბის ქუჩა N41, ტელეფონი: 14-09.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იყო მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 სექტემბრი გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ელიაშვილის პუბლიცისტური წერილი „მობილიზაცია კულტურისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „ექვის წელი“ გაზეთ „კლდის“ შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით ვაჩნაძის პუბლიცისტური წერილი „კლდის ტრადიცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის პუბლიცისტური წერილი „ჩვენი ოპოზიცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიცისტური წერილი „ჩვენი პარტია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის პუბლიცისტური წერილი „ნაციონალ-დემოკრატიული პოლიტიკა“.