ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი ქალთა მე-6 გიმნაზიიდან გადაეყვანათ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, მის ნაცვლად კი დაენიშნათ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე. მთავარგამგე აბრამიშვილს მოელაპარაკა და მან სრული თანხმობა განუცხადა მეორე გიმნაზიაში გადასვლაზე, თუკი ნებას დართავდნენ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გაუგზავნიდა კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის თხოვნას და მის დროებით მოწმობის ასლ N 415-ს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძეს გავლილი ჰქონდა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტთან არსებულ გამოცდის კომისიაში პირველი ხარისხის დიპლომზე. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს ჰქონდა მეურნეობა გორის მაზრაში, სოფელ სატივეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სოციალ-დემოკრატების ფინანსისტმა და ეკონომისტმა დიომიდე თოფურიძემ თავის ჟურნალ „ეკონომისტ გრუზიის“ პირველ ნომერში გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკური პროგრამა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ვენიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ელჩი გიორგი მაჩაბელი

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“ (III ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ომები სომხებთან“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დავით კახელის წერილი „პროკრუსტის რეფორმა (მიწის მიმღებ კომისიების მოღვაწეობა)“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, კომისიას განსახილველად გადაეცა გრიგოლ ვეშაპელის საკანონმდებლო წინადადება საჩხერეში ცეცხლისგან დაზარალებულ მაცხოვრებლებს და დაწესებულებებს სახელმწიფო ხაზინიდან ერთდროულად 100 მანეთის გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავარმართველობას აცნობა, რომ სახელმწიფო კონტროლი გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღებაზე თანახმა იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ალექსანდრე თადეოზის ძე პაპავა სოხუმის სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ვერა ვოზნიაკისა თელავის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის #62 ბრძანებით დანიშნულია თელავის ვაჟთა გიმნაზიის გეოგრაფიის პედაგოგად იაკობ კოსტავა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით დანიშნულია თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად ელენე ზაქარიას ასული მაყაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ნინო კლიმიაშვილისა თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ივანე ესტატეს ძე საყვარელიძე თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 62 ბრძანებით ელენე ბერძენიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით მარკოზ ივანეს ძე ნონოშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის ლათინურისა და ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით იულია ხუციშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის კლასის დამრიგებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N63 ბრძანებით მიხეილ ნადირაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით გრიგოლ მდივანი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით გრიგოლ შანიძე ხაშურის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

აკაკი გვახარია ქობულეთის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგეს სთხოვდა აღეძრა შუამდგომლობა სამინისტროს წინაშე მისი მასწავლებლად დამტკიცების შესახებ.