ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50846

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს მისწერა, რომ 1917-1918 წლიდან ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში მსახურობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი, ნ. რ. კოვზირიძე, ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს წერს, რომ ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძეს დამთავრებული აქვს საქალებო გიმნაზიის 8 კლასი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს მისწერა, რომ ფეოდოსია ალექსანდრეს ასულმა ანჯაფარიძემ საზოგადო საგნებისა და ქართული ენის სწავლებაში სათანადო ნიჭი და გამოცდილება გამოაჩინა. ის ანჯაფარიძეს შუამდგომლობდა, რომ ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი ნესტორ კოვზირიძე ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს სწერს, რომ სამინისტროს განკარგულებით იმ პირებს, რომელთაც აქვთ საშინაო მასწავლებლის წოდება, შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორმა ნესტორ კოვზირიძემ ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს სთხოვა, ფედოსია ანჯაფარიძეს არ ჩამორთმეოდა უფლებები და ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ამბროსი ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სკოლის მასწავლებელმა ივანე ლუკას ძე ბახტაძემ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში კლასთა დამრიგებლების თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ვერა ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის’’ ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გიორგი მაჩაბლის წერილი ვენიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა იოსებ მამულაშვილის ლექსი „მეფე ვახტანგი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა მიხეილ მაჩაბლის სტატია „მიწის საკითხი“, რომელიც ეხება მთავრობის მიერ მიწის დეკრეტის გამოცემას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა“ (მე-2 ნაწილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პარტიის კონფერენცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ეროვნული ომი (ნაციონალისტის მრწამსი)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „ირაკლი წერეთლის „ფინანსიური მოსაზრებანი“, რომელშიც განიხილავს ირაკლი წერეთლის განცხადებას ჯარის დაფინანსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა ქუთაისის ქართველ ებრაელთა დეპუტაცია და განუცხადა, რომ ისინი ქართველებად მიიჩნევენ თავს და ამის გამო თავის წარმომადგენელს არ ირჩევენ საბჭოში, ვინაიდან სრულ ნდობას უცხადებენ საბჭოს ქართველ წევრებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ბერლინიდან თბილისში დაბრუნდა და საგანგებო მოხსენებით წარუდგა საქართველოს პარლამენტს გერმანიასთან დადებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1-ლი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 20 ოქტომბერს ებრაული საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა ებრაული რელიგიური და სახალხო მუსიკის საღამო. კონცერტში მონაწილებოდნენ: ბ. ი. ზალინსკი, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი და ი. ი. ფიშბერგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ არდიშვილის მოხსენება ყუბანიდან პურის შემოტანის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის მოხსენება ბორჩალოში სომხების აგრესიული მოქმედების შესახებ და დაადგინეს: მინისტრმა აცნობოს სომხეთის მთავრობის წარმომადგენელს, რომ სომხეთის ჯარების შემოსვლას როგორც ბორჩალოში, ისე სხვაგან, საქართველოს საზღვრებში, მთავრობა მტრულ ნაბიჯად ჩათვლის და შესაფერის ზომებს მიიღებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სოჭის რაიონში არჩევნების საწარმოებლად კრედიტის შესახებ და დაადგინეს, ისიდორე რამიშვილს მიეცეს 20 ათასი მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორის მიწერილობა კონსტანტინე აბულაძის შესახებ ინახებოდა N701 საქმეში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე სწერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა გიორგი გიორგიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძის ნებართვით გიორგი გიორგიძე ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად დაბრუნდა თბილისში და უკან უნდა დაბრუნებულიყო არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, მაგრამ 19 ოქტომბერსაც არ გამოცხადებულა სამსახურში.