ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51180

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგაევისა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა შვიდი მასწავლებელი. ერთ-ერთი იყო რუსული ენის მასწავლებელი ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა. კინწურაშვილის აზრით, რუსული ენის მასწავლებლად სასურველი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ქართულ ლიტერატურასაც იცნობდა და საჭიროების შემთხვევაში პარალელს გაავლებდა საზოგადოებრივ მოვლენებზე ქართულსა და რუსულ ლიტერატურაში. ვინაიდან, ალექსანდროვისა ასეთი პირი არ აღმოჩნდა იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს აცნობა, რომ რუსული ენის მასწავლებელი ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი შტატგარეშე დარჩა. იგი პირველ და მეორე კლასში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს აცნობა, რომ შტატგარეშე დარჩა კლასის დამრიგებელი ნინო ივანეს ასული ამირეჯიბისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს შეატყობინა, რომ ვერა პერევერსევი ოჯახური მდგომარეობის გამო ეკატერინოდარში გადასახლდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიხეილ კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიას არ სჭირდებოდა რუსული ენის ოთხი მასწავლებელი, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა გაკვეთილების საკმარისი რაოდენობა და გაკვეთილების რაოდენობის გამო არც ერთი მატერიალურად უზრუნველყოფილი არ იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ხოშტარიას ჯგუფის თხოვნა ახალი კონცესიების შესახებ და დაადგინეს: ჯგუფის, ე. წ. რუსულ-სპარსულ ნავთობის ამხანაგობა „რუპენტოსთვის“, ახალი კონცესიები მიეცათ იმ შემთხვევაში, თუ მთხოვნელთა პირობები მისაღები იქნებოდა მთავრობისთვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N78 ბრძანებით თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში ლათინური ენის პედაგოგად ტ. ყურაშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 5 ნოემბრის N 78 ბრძანებით მ. ხელიძე თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში ისტორია-გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N78 ბრძანებით ე. თუმანიშვილი თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N78 ბრძანებით მ. ჟღენტი თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N78 ბრძანებით ბ. აბელიანი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. ნიკოლოზ ჩხაიძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე დაადგინეს, რომ კანდიდატთა სიიდან პარლამენტის წევრებად მიხეილ ჭანიშვილი და ივანე ბახტაძე დანიშნულიყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის დამთავრების კანონის შესახებ მომხსენებელი რაჟდენ არსენიძე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხაიძე; მდივანი – იოსებ აბაკელია; პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სათამაშო ქაღალდზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების შესახებ მოხსენება წაიკითხა ალექსანდრე ასათიანმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ნიკოლოზ თარხანოვმა და ლეონ თუმანოვმა ისაუბრეს პოლიტპატიმრის, ბუდუ მდივნის შესახებ, რომელიც ბრალდების გარეშე იყო დაპატიმრებული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის მოწყობის შესახებ მოხსენება წაიკითხა იასონ ლორთქიფანიძემ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა დავით ონიაშვილმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წაიკითხა მოხსენება სახელმწიფო ქაღალდების მბეჭდავი ექსპედიციის ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ნოე ცინცაძემ წაიკითხა მოხსენება სკოლების განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, რაჟდენ არსენიძემ წაიკითხა მოხსენება შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის დასრულების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 4 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ვასილ ჯაფარიძე. მის გაჭირვებულ ცოლ-შვილს მხოლოდ სასაფლაო უჯდებათ არანაკლებ 2 400 მან. ამიტომ მინისტრთა საბჭოს დაკრძალვის ხარჯებისთვის 5 000 მან. გამოყოფას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის ბრძანების თანახმად (29 ოქტომბერი N67) გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N77 ბრძანებით პორფილე ივლიანეს ძე დგებუაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.