რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს მუსულმთა ეროვნული საბჭოს სახელით ფათალი ხან ხოისკიმ, ოსების წარმომადგენელმა ვასილ გაგლოევმა, მაჰმადიანთა წარმომადგენელმა ჰაიდარბეგ აბაშიძემ, გერმანული ჯარის ობერლეიტენანტმა კაიზერმა. თარგმნიდა გერონტი ქიქოძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ომიანობის პერიოდში საქართველო ნეიტრალურობას შეინარჩუნებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა იქნებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დაამყაროს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, დადგინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო უფლებების დაცვას, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, დამოუკიდებლობის დეკლარაციით დადგინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ერს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, დამოუკიდებლობის დეკლარაციით დადგინდა, რომ დამფუძნებელი კრების შეკრებამდე საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს ეროვნული საბჭო გაუძღვებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, ერთხმად დამტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია და ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, გამოცხადდა და დამტკიცდა ახალი მთავრობის შემადგენლობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე მხარი დაუჭირეს ნოე ჭორდანიას ინიციატივას, ფულადი სისტემის არსებული მდგომარეობის დროებით შენარჩუნების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქართველ ვაჭართა კავშირის წინადადება ქარვასლაში ოთახის გამოყოფის თაობაზე. სექციის დადგენილებით ქართველ ვაჭართა კავშირს დაეთმო ზემოაღნიშნული ოთახი და პეტრე მამრაძეს დაევალა ვაჭართა კავშირთან ქირის რაოდენობისა და სხვა პირობების შესახებ მოლაპარაკება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას მოხსენება სილოვან გიგიბერიას შუამდგომლობის თაობაზე, ქარვასლაში ოთახის დატოვების შესახებ. სექციის დადგენილებით, სილოვან გიგიბერიას ჩამოერთვა რესტორან "პარიზის" ოთახი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ ისაუბრა რესტორან "პარიზის" შესახებ, რომლის საბილიარდო ოთახიც ყომარბაზების ბუდედ იყო გადაქცეული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომაზე სექციამ დაადგინა: 1. რესტორან "პარიზის" სადგომის ის ნაწილი, სადაც საბილიარდოა მოთავსებული ჩამოერთვას გიგიბერიას და მოისპოს საბილიარდო; 2. სილოვან გიგიბერიას მიეცეს წინადადება, სურვილის შემთხვევაში დარჩეს რესტორან "პარიზის" მეორე ნაწილში, რომელიც ქარვასლის ქვედა სართულზეა მოთავსებული და იხადოს ყოველთვიურად ქირა ხუთასი მანეთის ოდენობით; 3. მიეცეს გიგიბერიას 2 კვირის ვადა ამ პირობის აღსასრულებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე მამრაძემ ელექტროსადგურისა და სამოურავო კანტორის თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატების შესახებ განაცხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ელექტროსადგურის კანტორის გამგეს, დავით კიკნაძეს ხელფასი განესაზღვრა 600 მანეთით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისის საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის გადაწყვეტილებით, სამოურავო კანტორაში დასაქმებულ ევგენი გარსევანიშვილს, რომელიც ჯარში იყო გაწვეული, შეენახებოდა ადგილი და ყოველთვიურად მიიღებდა ხელფასის ნახევარს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ მსახიობთა კავშირის გამგეობის თხოვნა. ისინი გეგმავდნენ მსახიობ ვიკტორ გამყრელიძის 30 წლის მოღვაწეობის აღნიშვნას. საზოგადოების გამგეობას სთხოვდნენ მათთვის 25 მაისამდე ეცნობებინა რა სახით მიიღებდა აღნიშნულ სადღესასწაულო იუბილეში მონაწილეობას. საკითხის განხილვა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის პედაგოგის კალისტრატე ჟვანიას შესახებ ცნობა. ის ქართული უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდა და ლექციებს ესწრებოდა, ხოლო საგურამოს სასწავლებელში თავის მოვალეობას არ ასრულებდა. გამგეობამ გადაწყვიტა მისთვის შენიშვნა მიეცა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის თხოვნა სახალხო წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ტრამვატოლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკისთვის ოცი მანეთის წიგნები მიეცა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს თხოვნა მათთვის საზოგადოების წიგნსაცავის ყველა გამოცემული და გამოსაცემი წიგნის ორ-ორი ცალის უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.