ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51261

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდა, დადგინდა დღის წესრიგი: 1. ამიერკავკასიის ყოფილი კომისარიატის მიერ გამოცემული სამასი მილიონი მანეთის ბონების პასუხისმგებლობისა და ორასი მილიონი მანეთის ბონების ახლად გამოცემის შესახებ საბოლოო რედაქციის შემუშავება, 2. კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემას რკინის გზის სალიკვიდაციო ხარჯების გაწევის თაობაზე, 3. ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ კანონპროექტების განხილვა 4. გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვის განხილვა, რომელიც შეეხება საჩხერეში მომხდარ აჯანყებას. 5. მთავრობის მოხსენება ინსტრუქციების მოწვევის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: დავით ჩიქოვანი და გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა გერონტი ქიქოძე, მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს გერონტი ქიქოძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საბჭოს წევრობისა და მოხელეობის შეთავსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ წამოაყენა წინადადება 24 ივლისისთვის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმზე გერონტი ქიქოძისთვის დაევალებინათ წარმოედგინა ხელახლა შემუშავებული კანონპროექტი და მოკლე მოხსენება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ მოუცლელობის გამო კომისიის მდივნობის მოვალეობისგან განთავისუფლება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ თავისი შემუშავებული „საზოგადო დებულებანი“ წაიკითხა. მანვე გააცნო კომისიას პროექტი დებულებისა „საქართველოს ტერიტორიის“ შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ მოხსენებით წარდგა მინისტრთა საბჭოს წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარმა კომიტეტმა დემოკრატთა ფრაქცია ეროვნული საბჭოდან გამოიწვია იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა და ფრაქციაში სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლები შეეყვანა. არჩევნების შედეგად ფრაქციაში ვეღარ გავიდნენ ეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს სხდომაზე ჩატარებულ არჩევნების შედეგად მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელმა მიიღო 2, ხოლო დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძემ – 3 ხმა 18-დან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, იურიდიულ კომისიას გადაეცა კანონპროექტი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საფინანსო და განათლების კომისიებს გადაეცა კანონპროექტი სამინისტროს ორგანიზაციისა და შტატების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, იურიდიულ კომისიას გადაეცა კანონპროექტი დაწესებულებებათა მიწათმოქმედების სამინისტროს უწყებაში გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, დამტკიცდა დღის წესრიგი: 1. სამანდატო კომისიის მოხსენება საბჭოს წევრთა კანდიდატების შესახებ, 2. ნიკოლოზ ქარცივაძის საბჭოს წევრად ჩარიცხვის შესახებ, 3. ფულის ბონების კანონპროექტის გამოცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე კალენიკე ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სოციალისტურ-რევოლუციური ფრაქციის კანდიდატთა სია: ილია ნუცუბიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, ვასილ ბარბაქაძე, ილია თევზაძე, ოლღა სანიკიძე, მიხეილ ბერულავა, პარმენ საბაშვილი, გედეონ მეფარიშვილი, ვსევოლოდ კაპანაძე, აპოლონ კაკაბაძე, სოლომონ ადანაია, გედეონ პაპუაშვილი. საბჭომ უცვლელად დაამტკიცა სია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე შალვა შარაშიძის ნაცვლად კომისიის წევრად ნიკოლოზ ქარცივაძე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ვლადიმერ გობეჩიას, გრიგოლ ნათაძისა და კონსტანტინე მესხის ნაცვლად კომისიის წევრებად აირჩიეს ილია ნუცუბიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და ვასილ ბარბაქაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ივლისს გზის მთავარ სახელოსნოებში ფქვილნახშირის გამოცდას დაესწრნენ რკინიგზის მოძრაობის გამგე ალექსანდრე ეფრემის ძე ოდიშელიძე, მთავარი სახელოსნოების უფროსი სარაჯიშვილი, ინგლისის წარმომადგენელი მაიორი ბრეტი და სხვ. გამოცდამ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისს გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის ოლქის სასწავლო კომისარიატის კომისარ ლ. ა. იშკოვის განთავისუფლების შესახებ. ხელს აწერს ლასხიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა კავკასიის სასწავლო ოლქის კომისარი ლევან ნათაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისს გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის ოლქის სასწავლო კომისარიატის კომისარ ს. ფ. ტიგრანიანის განთავისუფლების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისის გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის სასწავლო ოლქის კომისრის გ. შახტახტინსკის განთავისუფლების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს 1918 წლის 17 იანვრის N283 შუამდგომლობაზე უპასუხეს, რომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი წინააღმდეგი იყო მასწავლებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი შუა სასწავლო წელს გადაეყვანათ ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იოსების ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბრამიშვილის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ ინახებოდა N423 საქმეში.

1918

ტიპი: განათლება

ჯაბა გიორგის ძე მეძმარიაშვილმა დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.