ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვასო ქავჟარაძე, იოსებ გედევანიშვილი და სტეფანე ახმეტელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჟორდანიას წერილი ეროვნულ საბჭოში დასაქმების შესახებ. თუმცა, მას ეთქვა უარი, შესაფერისი ადგილის უქონლობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით ბათუმში გაიგზავნა 50 კაციანი მოხალისეთა რაზმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი ვალერი კორნელის ძე პავლოვსკი. განცხადებას ხელი მოაწერა ევგენი გეგეჭკორმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საფინანსო სექციამ ქონებათა სექციას შტატების წარმოდგენის თაობაზე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო თანამშრომელთა ანაზღაურება და თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა თბილისის გუბერნიის კომისარიატს წერილი გაუგზავნა ძველი რეჟიმის დროს პოლიციელებად ნამუშევარი ხალხის დემოკრატიულ ორგანიზაციებში მონაწილეობის შესახებ და კატეგორიულად მოსთხოვა ეს პირები არ ყოფილიყვნენ რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულების სათავეში და არ მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ხელს აწერს პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილი დაეთანხმა დროებითი მთავრობის შექმნის იდეას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ გამოთქვა აზრი, რომ ამიერკავკასიის სეიმის კომპეტენციაში უნდა შესულიყო ზოგადი საკითხების მართვა, როგორიცაა სურსათი, დემობილიზაცია, ზავი და სხვა, ხოლო დანარჩენი საკითხები ეროვნულ თვითმმართველ ორგანოებში უნდა გადაწყვეტილიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც ნიადაგი უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების მოწვევისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ საოლქო ცენტრები უნდა ყოფილიყვნენ რევოლუციური ორგანიზაციები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი, რომ ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია უნდა მომხდარიყო არა პარტიული, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ნიშნით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მესხიშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავარი დანიშნულება იყო მთავრობისათვის დირექტივების გაცემა ზავის საკითხისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ნათაძემ ხაზი გაუსვა სეიმსა და რევოლუციურ ცენტრებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა ისაუბრა დამფუძნებელი კრების უახლოეს ვადებში მოწვევის აუცილებლობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ისაუბრა სეიმის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომამ ერთხმად დაამტკიცა გიორგი გაგლოევი სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის თანამდებობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ ზაქათალის ოლქის წარმომადგენელად დაასახელა რაფაელ ივანიცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ამიერკავკასიის სეიმში შემავალ ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებს თავიანთი მმართველობითი ორგანოები ექნებათ პარლამენტისა და მთავრობის სახით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმი ვერ გაამართლებდა მენშევიკების მოლოდინს და ერები დაჩქარებით გადავიდოდნენ ეროვნული მთავრობის დაარსებაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგია საკუთარი პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხარჯა და არა სხვა ერების მორიგება-დაშოშმინებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ქართველი ხალხის დასახული მიზნების მიღწევას. ერთდაერთი, რისი მიღწევაც მას შეძლო, ოსმალეთთან ზავის დადება იყო.