რეგისტრირებული ფაქტები51489
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ელიოზიშვილის ნაანდერძევი 2 000 მანეთის განაღდების საკითხის მოგვარება არტემ ახნაზაროვს დაევალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის განცხადება ფულის მტკიცე კურსის შემოღების გამო საზოგადოების ანგარიშის ბონებით წარმოების შესახებ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სილიბისტრო თავართქილაძემ 100 მანეთის კრედიტის გახსნა ითხოვა. გამგეობამ დაადგინა,მისთვის 3 თუმნის კრედიტი გაეხსნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 30 აპრილს ილარიონ რუხაძის არალეგალური ორგანიზაციის საქმეზე დაკავებული 20 პირიდან 15 გაათავისუფლეს. მათ დატოვეს მენშევიკური პარტიის რიგები.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილმა დაკითხვაზე პარტიულობა კატეგორიულად უარყო. ძიებისთვის საინტერესო იყო მისი ნაცნობობა 1924 წლის აჯანყების მონაწილეებთან, ესენი იყვნენ: დათა ქავთარაძე, პართენ ხურციძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ვანო ქაიხოსროშვილი, ვალერიან ბილანიშვილი, ნიკა კვერნაძე, ნესტორ იმნაიშვილი და სოსო წულუკიძე.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
თევდორე იოსების ძე ასათიანი პირველად დაკითხეს 11 აპრილს. მან კითხვებს არ უპასუხა და არც არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 1924 წლის 17 აპრილს. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ასათიანის ერთ-ერთი მეტსახელი იყო „ილო“, ამ სახელზე იღებდა ხოლმე წერილებს ცოლისა და რძლისაგან. მისი მეგობარი, რომელსაც სწერდა ხოლმე წერილებს, იყო არალეგალურად მომუშავე პირი მეტსახელად „მათე“, დაპატიმრებული 1922 წელს და 1923 წელს გადასახლებული რუსეთში, მანამდე კი კაზანში. მეგობრის ადგილსამყოფელი ასათიანმა იმჟამად არ იცოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მწერალმა მიხეილ ბოჭორიშვილმა გამგეობას სთხოვა ნებართვა, სახლში წაეღო ჟურნალ-გაზეთების ის ნომრები, რომლებშიც მოთავსებული იყო წერილები გიორგი მაიაშვილის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ომში დაჭრილ მეომართა სახლის (№3) გამგეობის თხოვნა, მათი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მეომართა სახლის ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან დავით კარიჭაშვილისთვის დანიშნული ყოველთვიური დახმარება 27 ჩერვონეციდან 45-მდე უნდა გაზრდილიყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების 1923 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამარყანდის ოლქში მცხოვრებ ქართველთა თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, მწერალთა კავშირისთვის მიეწერა, რომ საზოგადოების წიგნსაცავისთვის თავისი გამოცემები გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ ჩხიკვაძის განცხადება. იგი წიგნსაცავიდან იმ წიგნების გატანის ნებართვას ითხოვდა, რომლებშიც გრიგოლ ტატიშვილის შესახებ იყო ცნობები. გამგეობამ ჩხიკვაძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 8 აპრილს ქუთაისში დააპატიმრეს 38 წლის თევდორე იოსების ძე ასათიანი, რომელიც იმ დროს მესხეთის ქუჩაზე, იოსელიანის სახლში (ბინა მელიტონ გეგელავას ეკუთვნოდა), ცხოვრობდა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 8 აპრილს დაკავებულ თევდორე იოსების ძე ასათიანს ჰყავდა: მეუღლე, სონია – 28 წლის, დიასახლისი; შვილი, ნათელა – 2 წლის; კუკუნია – 11 თვის.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის პირველ აპრილს სასამართლომ უპასუხოდ დატოვა ნიკოლოზ კვერნაძის მეუღლის, მარია აბდუშელაშვილის განცხადება, ასევე მწერალთა კავშირის შუამდგომლობა ძიების დაჩქარებისა და კვერნაძის გათავისუფლების შესახებ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აპრილში სოხუმიდან დესპინე ივანიძის დასახმარებლად გამოგზავნილი 5.5 მანეთი ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ ქუთაისის დრამატული საზოგადოების წევრს, ივანე პურადაშვილს გაუგზავნა ადრესატისთვის გადასაცემად.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5.5 მანეთი შეაგროვეს. ათ-ათი შაური დადეს ტრიფონ იესეს ძე კაჭარავამ, მიხეილ ჟორჟოლიანმა და ივანე დანელიამ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5. 5 მანეთი შეაგროვეს. თითო მანეთი დადეს ლიზა კაჭარავამ, გრიგოლ ცეკვავამ, ისააკ ჟვანიამ და ალექსანდრე ცეკვავამ.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 31 მარტს საიდუმლო განყოფილების უფროსს, მოროზს დაკავებულებმა – ბაკურაძემ, ხატიაშვილმა, ზაუტაშვილმა, ამბროსი გაჩეჩილაძემ და ფირუზ გაგნიძემ მიმართეს განცხადებით, რომელშიც გამოთქვამდნენ სურვილს, გადასულიყვნენ საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმაზე და ითხოვდნენ მოლაპარაკებას სეით დევდარიანთან. საქმეში არ ჩანს, რით დამთავრდა ეს წამოწყება.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 27 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ იმედაშვილის თხოვნა, საზოგადოების გამოცემული წიგნები საკომისიოდ მიეცათ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა