ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41118

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 15 ნოემბერს საგუბერნიო სატუსაღოდან ნაფიცი ვექილის თანაშემწე გრიგოლ გიორგაძე უნდა გაეთავისუფლებინათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის გაგზავნა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე კრებას საჩხერის რაიონის დელეგატებმა მოახსენეს ცნობები დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმეზე.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში საქალაქო სკოლის მასწავლებელი პ. ხრამცოვი გაძარცვის ბრალდებით დაიჭირეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის ივლისში პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს თბილისის საბჭოს ხმოსანი კალენიკე გოგიბერიძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 2 დეკემბერს კალენიკე გოგიბერიძემ საბრალდებო ოქმის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დამნაშავე არაა პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მოკვლის განზრახვაში. მან განმარტა, რომ ჭიჭიკო რუხაძეს იარაღის ტარების ნებართვა სთხოვა, ამის გამო სოხაძემ და გაჩეჩილაძემ მოინდომეს მისი მოკვლა და მან თავდაცვის გამო გაისროლა, შედეგად დაიღუპა გაჩეჩილაძე და დაიჭრა სოხაძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს მთიულიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

ვარდენ ჩხაიძე დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში, 1905 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს ვარდენ ჩხაიძე ისევ მისცეს პასუხისგებაში როგორც ბათუმის გაზეთ „ზარის“ რედაქტორი.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წელს ვარდენ ჩხაიძე სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ გადაასახლეს ციმბირში. 1913 წელს ის შეიწყალეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ანტისაბჭოური საქმიანობის გამო მიესაჯა 3 წლით გადასახლება.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე 3 თვით დააპატიმრეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 თებერვალს დააკავეს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე. ბრალად ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის აჯანყებაში დახმარების გაწევა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძეს (იმ დროს მღვდელი იყო) ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადაუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა. თვითონ ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გააციმბირეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის სული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 4 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის ასული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სამეგრელოდან ქუთაისში ჩამოიყვანეს დატუსაღებული ბუდუ მდივანი, რომელიც იქ ს. გეგეჭკორთან ერთად მობილიზაციის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. მათ 3-3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.