ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48034

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის იანვარში გიორგი ჟურული სახელმწიფო ბანკის შენობასთან გენერალ გრიაზნოვის მკვლელობას შეესწრო.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წლის 11 მარტს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი გარდაიცვალა.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის მაისში იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე გოჩაჯიხაიშში ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვას დაესწრო.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის სექტემბერში ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წელს გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძისა.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 24 მაისს, დილის 9 საათზე, ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ აფხაზ-მაყაშვილისა კუკიიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს და წირვის შემდეგ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი–მაყაშვილისა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 3 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა გარდაიცვალა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 8 იანვარს ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელსკისა საგურამოში დაკრძალეს.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 25 თებერვალს ილია ჭავჭავაძე ქაშვეთის ეკლესიაში რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ვასილ კახიძემ დეპეშით აცნობა, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით, განსვენებულ რაფიელ ერისთავს თავისი სურვილისამებრ მშობლიურ სოფელ ქისტაურში დაკრძალავდნენ.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 24 აპრილამდე ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა სიძე – ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის გარდაცვალების შესახებ.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე თედო ლაბაური ჩამოახრჩვეს.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 16 ნოემბერს ახალციხის საერო სასწავლებლის ინსპექტორი ივანე ზურაბის ძე გოპაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ ბელეტრისტ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილის (ლალიონის) ცხედარს გადაასვენებდნენ ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც გაიმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება ქუთაისის მიტროპოლიტ ანტონის გარდაცვალების შესახებ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხდებაში იმერეთის ეპარქიის საბჭო იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა ქუთაისის მიტროპოლიტი ანტონი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“  იუწყება ვერა იოსების ასული ვარაზაშვილის გარდაცვალების შესახებ.