ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49188

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ჯანაშია სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, არსენ წითლიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის მმართველ ალექსანდრე ნანეიშვილს მისწერა, რომ საზოგადოების გამგეობა უკმაყოფილო დარჩა სკოლიდან მუსლიმი მასწავლებლის, ჰასან ეფენდის დათხოვის გამო და სკოლაში მუსლიმი ბავშვების მიზიდვა სთხოვა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს იაკობ მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, ვასილ ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 21 აპრილს გორის პედაგოგიური სემინარიის კურსდამთავრებულები – ნიკოლოზ იოაკიმეს ძე ხუციშვილი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ისააკ (ისაია) ნუცუბიძე, გერმანე ხოშტარია და ივანე ხატიაშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაზეთ „დროებაში“ გამოცხადებულ ბათუმის სკოლის პედაგოგის ადგილზე კონკურსის გამოცხადებას სთხოვენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სამსონ პეტრეს ძე მამალაძე, გედევან გველესიანი და მიხეილ ჩუბინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მოლარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იორდანე მიხეილის ძე გოცაძე, ვანო (ვარლამ) დავითის ძე საყვარელიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დროებით მიწვეული იყო გრიგოლ კვიცარიძე.

1890

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი-ლორთქიფანიძისა მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მღვდელი ი. ხაბაზიშვილი, დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ჩოკრაშვილი და დავით ზუკაკიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშმის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის ნაცვლად მოლარედ დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი იყო საზოგადოების საქმისმწარმოებელი.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მიიწვიეს ა. ნანეშვილი, რომელიც საღმრთო წერილის გარდა ყველა საგანს ასწავლიდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის სკოლაში მასწავლებლად მიიწვიეს დ. ღვინიშვილი.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე იყო ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო კ. დ. ნაცვალიშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი იყო საზოგადოების მოლარე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ანდრია ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.