ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გახსნილ მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამის ბიბლიოთეკებს განაგებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამგედ აირჩია ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე, მის მოადგილედ – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ხოლო სახალხო განათლების სექციის წევრებად – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ლევან და გრიგოლ იასონის ძე ნათაძეები.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ განიხილა მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძის თხოვნა სოფელ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს გამგედ დანიშვნის შესახებ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კავკავის სკოლის განყოფილების გამგე მიხეილ გრიგოლის ძე შვილევმა სკოლის ახალ პედაგოგად მოსე ბურჯანაძის დანიშვნა შეატყობინა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბაქოში ახალ დამხმარე წევრად ლავრენტი ჯავრიშვილი დაინიშნა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე იყო დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ წიგნების კატალოგის შედგენა დაავალა ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილს, რომელიც საანგარიშო წლის პირველ ნახევარში მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა სამსახურს თავი დაანება. მის ნაცვლად არტემ კერესელიძე დანიშნეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს შიო ქუჩუკაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის თანაშემწე.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 11 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყალამშიის სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ახალი მასწავლებელი მიიწვიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 25 აგვისტოს არისტოფანე რამინაშვილის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლაში საგურამოს სკოლის მასწავლებელი ილია რუხაძე გადაიყვანა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 25 აგვისტოს ოლიმპიადა მიქელაძისა, იობა ისაკაძე და ბარბარე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გომარეთის სკოლის მასწავლებლად კოტე სეხნიაშვილი დაენიშნათ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ თავმჯდომარედ განმეორებით აირჩია გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, რომელიც საზოგადოებას 1908 წლის 9 მარტიდან თავმჯდომარეობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, პეტრე იორდანეს ძე ქუთათელაძე და მიხეილ ბესარიონის ძე ესაკია.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კენჭისყრით გამგეობის წევრებად აირჩიეს: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, სევერიანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი).

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე და კირილე სიმონის ძე ჭელიძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ევგენი მიხეილის ძე კრინიცკი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 163 წევრი, ინახავდა ერთ სკოლას, შემოსავალი შეადგენდა 5635 მანეთს, გასავალი – 5535 მანეთსა და 98 კაპიკს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, მიხეილ დავითის ძე ცისკარიშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი. 1911 წელს გაიმართა გამგეობის 17 სხდომა, გაირჩა 23 საქმე.