ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი ქუთაისის სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად გადაიყვანეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად, ხოლო მის მაგივრად, ინსპექტორობის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნულიყო სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი თომა იოსების ძე ასათიანი მსახურობდა მღვდლად.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 18 სექტემბერს მიხეილ ბახტაძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 6 ნოემბერს ფოთის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევა სთხოვა. საზოგადოებამ მასწავლებლად ლავრენტი წულაძე შეარჩია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი. განყოფილებასთან არსებობდა სასკოლო და ადმინისტრაციული კომისიები და წიგნების მაღაზიის გამგეკომისია.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 20 ნოემბერს ილია რუხაძე საგურამოს სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მაქსიმე მარკოზაშვილი და ირაკლი ჭიპაშვილი არ გამოცხადდნენ მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით, გორის მაზრის სოფელ სასირეთის პედაგოგი ლავრენტი ბარნაბიშვილი 360 მანეთის ნაცვლად 480 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბრიდან ქუთაისის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად გერასიმე ცაგარეიშვილი დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს მ. საღარაძემ ქუთაისის სკოლაში ისტორიის გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს ბესარიონ ჩომახიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არჩილ ჯორჯაძის მდივნად ალექსანდრე სარაჯიშვილი დანიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ნიკოლოზ ცხვედაძე გამგეობის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, გამგეობის წევრებმა თავმჯდომარის ხაზინადრად არჩილ ჯორჯაძე დანიშნეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 11 დეკემბერს მიხეილ ბახტაძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს რაჟდენ თარხანოვი მუშაობდა სოფელ კონდოლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებულ პირველდაწყებით სასწავლებელში.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს არისტოფანე რამინაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს სიმონ მჭედლიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ს. კუხალაშვილმა ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე უარი განაცხადა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს დიმიტრი ბილანიშვილი და გიორგი ბოჭორიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საგარეჯოს სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად აირჩიეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ს. კუხალაშვილი ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.