ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ წერს საქართველოში ტუსაღების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა ციხეში რეპრესიები გააძლიერეს, ტიფმა შეიწირა პოლიტიკური ტუსაღები. ციხის საავადმყოფოში მძიმე ავად არის დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე კვარაცხელია, ასევე თბილისელი მუშა ბროძელი და ილო მაისურაძე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 8 ნოემბრის გაზეთი „ფორვერსტი“ წერილით „მოხუცი სილვა“ მკითხველს ატყობინებს სილიბისტრო ჯიბლაძის დაპატიმრების ამბავს და აცნობს პროლეტარიატის ძველი მებრძოლის პიროვნებას.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე დაიჭირეს, კარგა ხანს ციხეში ამყოფეს და შემდეგ გადაასახლეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს პარმენ ჭიჭინაძე, რომელიც ტრამვაის მოსამსახურებთან ექიმად მსახურობდა, თუმცა უმთავრეს დროს პარტიულ მუშაობას ანდომებდა, ტრამვაის 48 მუშასთან ერთად დაიჭირეს და რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა ჟანდარმერია სულ თვალ-ყურს ადევნებდა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წელს პარმენ ჭიჭინაძე მოწინავე მუშებთან ერთად დაიჭირეს, რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს და მერე გადაასახლეს კავკასიის საზღვრებიდან. გადასახლებულთა ცენტრი იყო დონის როსტოვი, სადაც პარმენ ჭიჭინაძე წავიდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 ივნისს პარმენ ჭიჭინაძე ქუთაისის გუბერნიის ჩეკამ თავის სოფელ გოდოგანში დააპატიმრა. მთვრალ მილიციონერებს გზაში რომ არ მოეკლათ, ცოლ-შვილი ქუთაისამდე ფეხით გაჰყვა 12 ვერსზე.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910-იან წლებში როსტოვში პარმენ ჭიჭინაძის გარდა გადასახლებულები იყვნენ ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ ელიავა, სეით დევდარიანი, გრიგოლ ლორთქოფანიძე და სხვ., რომლებიც ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილ ამხანაგთა მცირე ჯგუფს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ სილოვან ჯიბლაძე (გაათავისუფლეს მძიმე ავადმყოფობის გამო), ისიდორე რამიშვილი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე დგებუაძე (ავად იყო), გრიგოლ შარაშიძე, ალექსანდრე ფარნიევი, ანდრო ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ვლადიმერ ჯიბლაძე (მძიმე ავადმყოფი), ზაქარია გურული (ავად იყო), გიორგი ფაღავა (ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს), გიზო ანჯაფარიძე, ვ. მაყაშვილი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ილია საყვარელიძე, გიორგი ჟღენტი, არ. სარჯვალაძე, ფ. ნაკაშიძე, ი. ოქროპირიძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ უშანგი ელიავა, ვასო ნოდია, ნიკოლოზ ჩაბიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ კალისტრატე გოგუა, დათიკო დვალი, სიმონ გოცაძე, დ. დალალიშვილი, ნოე ცინცაძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ბაგრატ ჭუმბურიძე, ვ. სუხიაშვილი, კონ. კანდელაკი, გრიგოლ მენთეშაშვილი, შალვა მაღლაკელიძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ლომსაძე, კობალაძე, მურადაშვილი, თედიევი, სანიკიევი, მარღიშვილი და სხვ.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ მიკირტიჩ ბალიანცი, კ. დვალი. ალ. ივანიცკი, ნ. კუტალაძე, ერმალოზ კაციტაძე, და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ მ. კერესელიძე, ან. მარგველაშვილი, ვლადიმერ კერესელიძე, ნ. მეცხვარიაშვილი, ვლადიმერ სანაძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ნ. ტიგაშვილი, კ. ვაშაკიძე, პ. ფირცხალავა, ის. გზირიშვილი, ე. წოწონერია და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 30 წლის სექტემბრის „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ საფრანგეთისა და შვეიცარიის სინდიკალისტურ და რადიკალურ გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა (ბათუმიდან) საქართველოში მძვინვარე ტერორის შესახებ, მოყვანილია დაპატიმრებულ სოციალისტთა გვარები (სილ. ჯიბლაძე, ი. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, გრ. ლორთქიფანიძე და სხვ.), ნათქვამია, რომ პრესა გამოთქვამს შეშფოთებას ოკუპანტთა ბარბაროსული პოლიტიკის გამო, რომ მოსკოვის იმპერიალისტებმა გადააჭარბეს მასწავლებლებს, ნიკოლოზ II-სა და ვილჰელმ ჰოჰენცოლერნს.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე თბილისის სემინარიის რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალში მისცეს და 4 წლით დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის იანვარში გ. კობიძე მექრთამეობისა და ქურდობისთვის იყო დაჭერილი

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე დგებუაძე, ნოე ცინცაძე, ანდრო ჭიაბრიშვილი და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე ფარნიევი, კალისტრატე გოგუა, გერასიმე მახარაძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში მუშა გიორგი ცქიფურიშვილი რუსეთში გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს გლეხი დიომიდე მარგალიტაძე დააპატიმრეს.