ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 18 თებერვალს გიორგი პაქსაშვილი, პოლიქრონიონ ტოლმირიდი, იაგორ ივანეს ძე ქიმერიძე და მიხეილ დიმიტრის ძე ქიმერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს გაბრიელ ადამის ძე ადამაშვილი, ანა ივანეს ასული ზედგინიძე და ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ლუარსაბ გერასიმეს ძე ნადირაძე, ალექსანდრე ყარამანის ძე კვიტაშვილი და დიმიტრი თომას ძე ხოშტარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ვალენტინ დიმიტრის ძე ჩინჩალაძე, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი და ვასილ გრიგოლის ძე ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისში ინდოევროპულ ტელეგრაფის სადგურს ხელმძღვანელობდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 15 თებერვლიდან ანტონ დავითის ძე თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა წინარეხის სკოლის მასწავლებლად, მაგრამ მუშაობა დაიწყო 4 თებერვლიდან.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში თერგის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა, რომ გამოსცა განკარგულება ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 30 ნოემბრიდან პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებითი მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 30 ნოემბრიდან კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 30 ნოემბრიდან იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვასილ გირიგოლის ძე ედილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გენერალ-ლეიტენანტი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი თბილისის გუბერნიის მარშალი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თავადი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე თბილისის გუბერნატორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი თბილისის წინამძღოლი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვერა ბაქრაძე სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის დეკემბერში იოსებ ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ფოტოსახელოსნოში ხაზინადრის ახლად გათავისუფლებულ ადგილს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი თავმჯდომარეობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ არღუთაშვილი თბილისის პირველი გიმნაზიის საპატიო მზრუნველი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ბაქრაძე სახელმწიფო ქონებათა მმართველობის ტაქსატორი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს ვალერიან გუნია „საქართველოს კალენდრის“ გამომცემელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე სამხედრო და საერო მმართველობის საადგილმამულო საქმის თავმჯდომარე იყო.