ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 23 სექტემბერს ტრიფონ შუბლაძე აკაურთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ზუბალაშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გიორგი ივანეს ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჭიროებისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილებას, ქალთა კომიტეტს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი თავმჯდომარეობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართულ საეკლესიო საგნებს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სეკრეტარები იყვნენ ნოდარ ჯორჯაძე და იაკობ მანსვეტაშვილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ელისაბედ ციცქიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი და სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ინსპექტორი იყო ვასილ რცხილაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის ჭრა-კერვის მასწავლებლები იყვნენ: სარა გიორგაძე, ეკატერინე მარკოზაშვილისა და მისი მოადგილე ნინო კობახიძე. ეკატერინე მარკოზაშვილისა თებერვალში სამსახურიდან წავიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო კონსტანტინე ბაღაშვილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

შიო შიუკაშვილი იყო თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი.

1896

ტიპი: თანამდებობა

ტარასი მამალაძე იყო გორის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი.

1896

ტიპი: თანამდებობა

პ. გრიგოლია ახალი სენაკის დედათა სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

სპირიდონ ენუქიძე ახალი სენაკის საქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ფილიპე ლევიცკი ქუთაისის საგუბერნიო საერო სასწავლებლების დირექტორი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ნოემბერს პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ფოთის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სარგის კაკაბაძე იყო განათლების სამინისტროს დროებითი საქმეთა მმართველი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკის გამგებელი და თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 12 აგვისტოს გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გრიგოლ ჩიქვინიძისა და სოფიო მგელაძის – წერაქვის სკოლის, ქსენია კაკაბაძის – წინარეხის, პროკლე დევიძის – ყალამშიის და ევგენია შავლიაშვილის – ბაისუბნის სკოლის პედაგოგებად დანიშვნას სთხოვს.