ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 3 მაისს ქ. თელავში ჩატარდა კრება, რომელიც ეხებოდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გახსნას. კრების თავმჯდომარე იყო ვასილ ბესარიონის ძე კახიძე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 3 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება ქ. თელავში. კრებაზე აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება თელავში. კრებაზე აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიევ-ყორჩიბაშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს თელავის განყოფილების თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მდივანი – ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, ხაზინადარი – ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალ.ზ. ბარნოვი, ზ. ი. მარკოზაშვილი, ნ. პ. ღუდუშაური და მ. დ. ცისკარაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს მ. მ. ტერ-გრიგორიანცი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ა. ი. როდეკერი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ბ. ი. ლაპინსკაია თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ე. ა. ბერენიცკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვუკოლ დავითის ძე იაშვილი ხონის ქალთა გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ვ. კ. ჭიჭინაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ლ. ე. ბარამიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 27 დეკემბერს დაბა ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები: ალექსანდრე კასრაძე, ზაქარია მიროტაძე და ვასილ ალექსანდრეს ძე ელიოზიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 27 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მითითებით, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ დაბა ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება. კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: იროდიონ ოქროპირიძე, გიორგი ბეგაშვილი, ვასილ იარალოვი, მარიამ ლობჟანიძე, ნინა ცერაძე, მიხეილ აბულაძე და შალვა კვანჩახაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობის 1915 წლის შემადგენლობის სია. დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს სარევიზიო კომისიას წარმოადგენდნენ: ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 17 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ცხინვალის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს დამხმარე კომისიის წევრები: ბიძინა ბაგრატის ძე დავითიშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მაქსიმე დვითის ძე ბერძნიშვილი საქართველოს რესპუბლიკის გნათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლის თანამდებობას იკავებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე მთავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლად მუშაობდა.