ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის პედაგოგი გახდებოდა, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური საწულუკიძეოს ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველ ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მმართველად დაინიშნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლაში სავალდებულო საგნების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინო ივანეს ასულ ლაშხაურს თბილისის საეპარქიო სასწავლებელი დასრულებული ჰქონდა. 1915 წლიდან ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი 8 წელი ურიათუბნის სამინისტროს სკოლის მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის მასწავლებელს, ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს, ამ სკოლაში მუშაობის 6 წლის გამოცდილება ჰქონდა. მანამდე ის ასწავლიდა სამინისტროს სკოლაში, შემდეგ 4 წელი თელავის ქალთა სასწავლებელში, 2 წელი საკუთარი სკოლა ჰქონდა და ბოლოს ერთი წელი თბილისის მასწავლებელთა საზოგადოების სკოლაში იყო პედაგოგი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი ერთი წელი ყვარლის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იაკობ სტეფანეს ძე პატრიკეევი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ზაზა პართენის ძე კიკნაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს არჩილ ვასილის ძე ხმალაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის დასაწყისში კავკავის ქართველთა საკრედიტო ამხანაგობაში, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც იყო იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, საბჭოს თავმჯდომარე – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოანგარიშე – დ. გ. ხუმაროვი, ირიცხებოდა 588 წევრი, წლის განმავლობაში მიემატა 325 ამხანაგი. ამხანაგობის წლიური შემოსავალ-გასავლის ჯამი შეადგენდა 505,348 მანეთსა და 45 კაპიკს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლა დაარსდა. სკოლა საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული და 4 განყოფილებისგან შედგებოდა. 1916 წელს სკოლის გამგე იყო გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ჭრა-კერვის სკოლის (სადაც 2 ჯგუფად მეცადინეობდა 30 მოსწავლე) მასწავლებელმა ეკატერინე მარკოზაშვილმა მუშაობას თავი დაანება, მის შემცვლელად ნინო კობახიძე დაინიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინო უშვერიძე სოფელ მოიდანახეს სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.