ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლად დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად დროებით ეკატერინე მალხაზის ასული კედია მიიწვია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს ნოე ნადარეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადრად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს სიმონ გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების მდივნად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ ახალი გამგეობა აირჩია. გამგეობის თავმჯდომარედ ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ელისაბედ ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1918 წლის 5 ოქტომბრამდე ითვლებოდა პედაგოგად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ოქტომბრიდან ტროფიმე ჯოხთაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების თავმჯდომარე აღარ იყო. ის გადავიდა სოხუმში, სადაც საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს პარმენ მიხეილის ძე კახიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანი და ხაზინადარი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის მდივნად აირჩიეს ივანე ოსიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლამდე ანასტასია (ტასო) ალექსანდრეს ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი-მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის მოადგილედ მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქირურგი-ორთოპედი ვ. გრ. სობოლევსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წლიურ კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია და ბაგრატ უგულავა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აგვისტოს ბოლოს ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის ხაზინადრად და დროებით მდივნად აირჩია ბაგრატ უგულავა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრი ივანე ქავთარაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს გამგეობის ორი ახალი წევრი: ექიმი ანდრია პატარაია და მასწავლებელი ბაგრატ უგულავა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ კარპეზ იოსების ძე ბერიძე ქუთაისის განყოფილების რწმუნებულად აირჩია.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე აირჩიეს განყოფილების გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე და ნიკოლოზ ბუკია.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, ალექსანდრე გაბუნია და აპოლონ ჯიქია.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 23 ივნისს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ გაიცნო ალექსანდრე ჭყონიას დისშვილი, ვარია გაბაშვილი, რომლის მეუღლე რუსი ოფიცერი იყო.