ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1920 წლებში რობერტ პირპონტ ბლეიკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ნიკოლაი გ. კრასნოვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე დაასახელეს თბილისის მოურავობის კანდიდატები: კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი და ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე მიქელაძე, ასევე ბაქოს მოურავი ნოვიკოვი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი მახარობლის ძე სიხარულიძე, თავმჯდომარის ამხანაგი მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, მდივანი რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე და ხაზინადარი ანა ონისიმეს ასული სიხარულიძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო სილიბისტრო ხუნდაძე, თავმჯდომარის ამხანაგი მალაქია ტოროშელიძე, მდივანი რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე და ხაზინადარი ანეტა ავალიანისა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ელენა თარხან-მოურავი იყო პრიმადონა მილანში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ბრეტანიცკი იყო მევიოლინე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, თბილისის გუბერნიის მარშალი იყო დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, იგი პეტროგრადში, საელჩოში მუშაობდა მდივნად.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს ტატიევი, რომელსაც თავად მოსწავლეები ასწავლიდნენ ქართულ ასობგერებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ვ. ა. კუჩარკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს, შიო ჩიტაძის გარდაცვალების შემდეგ, თბილისის გიმნაზიის გამგედ აირჩიეს მ. ი. თაქთაქიშვილი, რომელმაც ერთი თვე იმუშავა და შემდეგ ბაქოში წავიდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს სოფელ ატენში მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა გახსნა სკოლა, რომლის ნახევარ ხარჯს თვითონ იხდიდა, ნახევარს კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში ახალმა გამგე-კომიტეტმა ალექსანდრე მდივანი თბილისის გიმნაზიის გამგეობიდან გაათავისუფლა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით თავადი დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი ერევნის გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს გ. ე. იმნაიშვილი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურატურის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ნ. ნ. ისაევი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბარბარე ფარცხალაძე ხონის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ბესარიონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიაში გალობის მასწავლებლად მუშაობდა.