ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პრიპუტნევს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბოგოიავლენსკის ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბოგოიავლენსკი იყო თბილისის მეორე გიმნაზიის მასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლოპატინსკი იყო სტავროპოლის გიმნაზიის მასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლოპატინსკის ჰქონდა „კოლლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გოპაძეს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ზურაბის ძე გოპაძე ახალციხის სასწავლებლის მასწავლებელ-ინსპექტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლოვს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სტარიცკი კოლეგიის მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელიზავეტპოლის გიმნაზიის დირექტორი იყო სტარიცკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კრაუზეს ჰქონდა „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კრაუზე იყო დამსახურებული მასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილს (სუმბათოვს) ჰქონდა „კოლლეჟსკი სეკრეტარის“ წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდოევი იყო ვაჭარი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16 იანვარს გაზეთ „სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კირილე ნინიძეს, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ გზათა მინისტრობა შესთავაზა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კირილე ნინიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბრამდე ლექვინაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებელი და სამკითხველოს გამგე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის აღმზრდელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სენაკის სკოლაში გაეგზავნა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი იასონ ნიკოლაიშვილი დაენიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის მასწავლებლების ჩივილის მიუხედავად, ინსპექტორის თანამდებობაზე დაეტოვებინა სამსონ ყიფიანი, რომელმაც საყვედური მიიღო სკოლაში დისციპლინური დარღვევებისა და დავთრების არასწორად წარმოების გამო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგი ლავრენტი აღლაძე თონეთის სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ და მისთვის იქაური პედაგოგის ანაზღაურებაზე ათი მანეთით მეტი მიეცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსანთა ამომრჩეველ კრებაზე ს. თოფურია ასისტენტი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ნიჟარაძე საჩხერის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ივნისს სამსონ თოფურია ქუთაისის ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 19 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე მიხეილ კეკელია იყო, მდივანი – ვალერიან გეგეჭკორი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.