ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გადამწერლის საქმიანობას საქართველოში და რომ მწიგნობარ-გადამწერლები უსტამბობის დროს ერთადერთნი იყვნენ, რომლებიც მწიგნობრობას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. სტატიას თან ერთვის ერთ-ერთი გადამწერლის დავით ალექსის ძე მესხიშვილის ბიოგრაფია.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 24 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ოქტომბერში პეტრე ქუთათელაძე ფოთში მასწავლებლად მუშაობდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სტომატოლოგი ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ოფთალმოლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თერაპევტი გრიგოლ გრიგოლის ძე მაღალაშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილი თავისი კლინიკაში ნევროპათოლოგად და რადიოლოგად მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სტომატოლოგი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს პედიატრი მარიამ ბაქრაძე მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ევსევი ნიკოლაძე ქუთაისის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მასწავლებლად მიიწვიეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მეან-გინეკოლოგი იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ექიმი დავით ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ყელ-ყურის ექიმი ნ. ა. მულინი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გასტროენტეროლოგი ა. ა. ბელოგოლოვი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ბათუმის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო მსახიობი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს დერმატოლოგი ი. დ. ბეგთაბეგოვი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქირურგი დ. ს. მარკევიჩი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ოტორინოლარინგოლოგი მ. გ. იანჩევსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თერაპევტი კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თერაპევტი ვასილ მიხეილის ძე მანსვეტოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს დერმატოლოგი გ. მ. ამბარდანოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ექიმი ალექსანდრე მაღალაშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.