ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 20 აგვისტოს ტარას ნიჟარაძეს დაენიშნა ძმები ზუბალაშვილების სტიპენდია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის ოქმის მიხედვით, მარიამ აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის 8 კლასი დაამთავრა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს მარიამ აბიათარის ასული იაკობაშვილი თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსის მსმენელი იყო.

1879

ტიპი: განათლება

ვასილ კარბელაშვილს ხარლამპი ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში ყოველ სამ თვეში სწავლის საფასური 21 მანეთი უნდა გადაეხადა.

1919

ტიპი: განათლება

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის ინფორმაციით, მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი სახელმწიფომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა.

1884

ტიპი: განათლება

წინარეხის სკოლის პედაგოგმა სალომე მაღალაშვილმა წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ქსენია ისაკის ასული ლეჟავა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის აგვისტოში ბაგრატ ბეთანელი თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტში სწავლობდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს სეით გამრეკელმა, ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა, დაასრულა სასულიერო სემინარია.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა დაამთავრა მანველიანცის კომერციული სკოლა თბილისში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძემ ხელი მოაწერა დეკრეტის პროექტს პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელთა ექვსთვიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240 000 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად 1921-1922 სასწავლო წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 პირველდაწყებითი სკოლის მეორე განყოფილება უნდა გახსნილიყო. არსებული და მომავალში გახსნილი სკოლებისათვის 600 პედაგოგის მომზადება იყო საჭირო.

1894

ტიპი: განათლება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში ექვსი წლის განმავლობაში სულ 111-მა მოსწავლემ ისწავლა, ხოლო კურსი – 17-მა დაასრულა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლიდან განათლების სამინისტრომ დაიწყო საყოველთაო სავალდებულო სწავლების განხორციელება. ამისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 ახალი პირველდაწყებითი სკოლის პირველი განყოფილება გაიხსნა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, მიხეილ გიორგაძემ სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა.