ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრთა სია, რომლის მიხედვითაც ნოე რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც გრიგოლ გიორგაძე სამხედრო მინისტრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პავლე მაჭავარიანი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ნოე ხომერიკი მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ პლატონ ცაგარეიშვილი ჯიხაიშის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის თავმჯდომარე იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა სტამბოლის მსოფლიო პატრიარქად ანტირუსული განწყობით ცნობილი დიონისე V-ის არჩევის შესახებ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ვალერიან გუნია „ცნობის ფურცლის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ჯაფარიძე პრინცესა მიურატის ქონების მმართველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თელავის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი მეღვინეთხუციშვილი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივანი ნიკოლოზ არღუთაშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, ოსების სამრევლოში მღვდლების უმეტესი ნაწილი ქართველები იყვნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი ხონის პროგიმნაზიის მასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში ლუარსაბ ლოლუა ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი საინგილოში მისიონერად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის საღვთო წერილის მასწავლებელი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გუსტავ ივანეს ძე რადე კოლეგიის ასესორი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს თევდორე თევდორეს ძე ბრანდტი კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საზოგადო ბიბლიოთეკის დირექტორის, გუსტავ ივანეს ძე რადეს, მოადგილე იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გუსტავ ივანეს ძე რადე კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საზოგადო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის თავმჯდომარე იყო ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ღამბაშიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თბილისის მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ვიქტორ ანტონის ძე მარტინოვსკიმ ავადმყოფობის გამო თანამდებობა დატოვა.