ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს მძიმე ავადმყოფი ნოე ხომერიკი ადმინისტრაციული წესით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნ. „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, ნოე ხომერიკის სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობის პასუხად დუმის თავმჯდომარის, ხომიაკოვისთვის გამოგზავნილ ცნობაში აღნიშნულია, რომ ნოე ხომერიკის ხელმძღვანელობით ჩატარდა სახელმწიფო დუმის სამივე საარჩევნო კამპანია ამიერკავკასიაში, რომლებიც უკიდურეს სოციალისტთა არჩევით დამთავრდა, ის არსებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების ყველაზე საშიშ მტერთა კატეგორიას ეკუთვნოდა, ამიტომ მისი სასჯელის შემსუბუქება დაუსჯელობის გრძნობას ჩანერგავდა რევოლუციონერთა შეგნებაში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, ამბროსი გაჩეჩილაძე შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილთან ერთად 10 თვე იჯდა მეტეხის ციხეში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომაზე ცინცაძე და მისი ამხანაგები ვასო კაპანაძეს ამხანაგების გაცემისკენ მოუწოდებდნენ. მან ეს ვერ აიტანა და ერთ დღეს ამხანაგებთან ერთად პროვოკატორებს თავს დაესხა, სცემა, მათი ბინა მილეწ-მოლეწა. მალე ჩეკამ დაატუსაღა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომის მერე ვასო კაპანაძე შემდეგ ციხიდან არ გამოუშვიათ. 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლება ვერ მოასწრეს. აჯანყება რომ დაიწყო, ისევ მეტეხში იჯდა და ბოლშევიკების ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს დავით ქარცივაძე შეიპყრეს და გაუსამართლებლად დახვრეტა მოუნდომეს. მეფის მოადგილის წინაშე გავლენიან პირთა ჩარევამ გადაარჩინა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921-1922 წლებში კოტე ანდრონიკაშვილი იზოლაციის წესით იყო დაპატიმრებული, პასუხისგებაში არ ყოფილა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის დეკემბერში ლადო გიორგობიანი ისევ დაატუსაღეს და ცივ სარდაფში ჩააგდეს იმიტომ, რომ მოითხოვა დაკითხვა ქართულ ენაზე ეწარმოებინათ. ციხეში ერთი წელი გაატარა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი მუდმივად ხელმძღვანელობდა გურიაში ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლას. ის რამდენჯერმე დაატუსაღეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

ვასილ ჩიტაიშვილი 1924 წლის 16 ივლისს დააპატიმრეს და ბრალად კონტრრევოლუციური საქმიანობა წაუყენეს. პატიმრობაში მყოფი მხოლოდ წიგნების მიტანას ითხოვდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკას სპეციალურმა კოლეგიამ, ე.წ. „ტროიკამ“, კოტე აფხაზს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი რევოლუციონერების მხარდაჭერისთვის კაპიტანი გედევანიშვილი დაითხოვეს არმიიდან, ჩამოართვეს სამხედრო წოდება და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს იოსებ გედევანიშვილი ანტისაბჭოური გამოსვლებისათვის დააპატიმრეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 2 თებერვალს თბილისის პოლიციამ ა. სარიჩკინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ. მ. პირუმოვი და ო. მოვსესოვი დააკავა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 21 ივლისს ნესტორ გარდაფხაძე ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წელს ბოლშევიკებმა დატყვევებული სტეფანე ახმეტელაშვილი გაასამართლეს და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გაგზავნეს.