ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ბესარიონ შავიშვილი, გორის სემინარიის პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული, გორის მაზრის სოფელ ჩობათხევის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ტეზერის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ჩ. ბალავაძე, ხაშურის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კ. რუსიევისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ი. ფონ-ბრენერი რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის სამთვიან კურსებს ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს თედო ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით მამედ-ალი-ბეგ აბაშიძე ახალქალაქის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე დუშეთის მარშლად დ. ი. ერისთავი აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე ქავჟარაძე სოფ. საბერიოში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვი ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში ალექსი ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ფოთის პორტის უფროსი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შენგელია, იოანე ქავჟარაძე და ბესარიონ გაბისონია სამურზაყანოს სამრევლო სკოლების გამგებლები იყვნენ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი ბლაღოჩინი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ანა მუსხელიშვილი ახალციხის დედათა სკოლის გამგე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.