ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ასათიანი ჯავახეთში მღვდლად მსახურობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის სკოლაში საღვთო წერილს ასწავლიდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი იყო ლავრენტი ივანედს ძე როტეკერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე იყო ახალი სენაკის ერობის სათათბიროს წევრების პირველი კრების თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა იყო თბილისის ქალაქისთავი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ქალაქთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე იყო თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მარია ვლადიმერის ასული გედევანოვა იყო საოპერო მომღერალი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე მთავრობის საქმეთა მმართველი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე ქუთაისის კერძო მოსამზადებელი სასწავლებლის მმართველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გაბრიელის ძე გამრეკელი სოფ. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი ავლაბრის ეკლესიაში მსახურობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევტიხ ბესარიონის ძე მამინაიშვილი თბილისის სასულიერი სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე, თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე დაბა გუდაუთადან ფოთში გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის გალობის მასწავლებელი იყო. მას გორშიც ჰყავდა ხორო და კვირა დღეს ეკლესიებში აგალობებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის სექტემბრიდან ნ. ბერიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გალობის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ი. ერისთავი დუშეთის თავად-აზნაურთა მარშალი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტარიცკი განჯის გიმნაზიის დირექტორი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ა. კუტუზოვა-ზელიონაია იყო მომღერალი.