რეგისტრირებული ფაქტები41071
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის გამგეს მისწერა, რომ კარგი იქნებიდა, ალექსანდრე გრიბოედოვის მუზეუმის მსგავსად, მთაწმინდის პანთეონის მახლობლად გახსნილიყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვასო აბაშიძის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძისა და ალექსანდრე ცაგარელის მუზეუმებიც.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ არჩილ მიქაძეს გაგრიდან მისწერა, რომ ის გიორგი ყურულაშვილთან ერთად იმყოფებოდა ვლადიმერ მაიაკოვსკის დაკრძალვაზე.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს გაგრიდან მისწერა, რომ ძალიან განიცდიდა მაიაკოვსკის თვითმკვლელობის ამბავს.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 9 ივნისს ტიციან ტაბიძემ ბართლომე ბიბინეიშვილს მისწერა და სთხოვა, გამოეწერა მისთვის ჰონორარი 25 მანეთის ოდენობით, რომელიც ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატის“ თარგმანისთვის ერგებოდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა, რომ მისი წიგნი უკვე სტამბაში იყო და სახელგამმა ავანსის სახით ხუთი თუმანიც გადაუხადა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა და სთხოვა, სიფრთხილე გამოეჩინა და სახალხოდ არ ელაპარაკა კოლექტივიზაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ სანდრო შანშიაშვილთან ერთად გაეცნო მის მოგონებებს, რომელიც მათ ვუკოლ ბერიძემ გადასცა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ სანდრო შანშიაშვილს გაგრიდან მისწერა, რომ მოსკოვში რუსთაველის თეატრის გასტროლს დიდი წარმატებით ჩაუვლია და მაყურებელს განსაკუთრებით მოსწონებია სპექტაკლი „ანზორი“.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფ ბარონ დე ბაიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ივანე ამილახვრის სტუმართმოყვარეობას.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფმა ბარონ დე ბაიმ თავად ივანე ამილახვარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფელიქს ფორის მოკითხვა გადასცა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მატო ბახვას ასული გაბუნია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას მეუღლე იყო.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს მისწერა, რომ მამამისი, მწერალი დავით კლდიაშვილი, მძიმედ ავადმყოფობდა და შეიძლება რამდენიმე თვეც ვეღარ ეცოცხლა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს ერთი წლის წინ დავით კლდიაშვილის საიუბილუო საღამოზე მწერლისთვის პენსიის დანიშნვის შესახებ მიცემული დაპირება შეახსენა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოსულან ტიციან ტაბიძე და სიმონ ჩიქოვანი.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც სანდრო შანშიაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „მთვარის მოტაცება“ მკაცრად გააკრიტიკა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ, ფილიმონ და პეტრე გრიგოლის ძე კარბელაშვილები ძმები იყვნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილების ძმისწული იყო.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი მადლიერებით იხსენებდა ვასილ ბარნოვს, ვინც აღმზრდელადა და დამრიგებლად მოევლინა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც გამეფებული იყო ათასგვარი სისაძაგლე.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი დავითის ძე წერეთელი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მამა იყო.