ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა სწავლა დაასრულა კიევის აკადემიაში.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა დაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1915

ტიპი: განათლება

ფატი სილოვანის ასულმა ხუნდაძემ წმ. ნინოს სასწავლებელში შესვლამდე ქალთა გიმნაზიის შვიდი კლასი დაამთავრა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 12-13 ივნისს დიდი თონეთის სკოლის მეორე განყოფილების გამოცდები ჩაიბარა სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ალექსი ჭიჭინაძემ სწავლა დაამთავრა და ქუთაისში კერძო პირველდაწყებითი სასწავლებელი გახსნა.

1918

ტიპი: განათლება

დავით ლაზარეს ძე ადამიას პირადი საქმის მიხედვით, იგი ტომსკის უნივერსიტეტის მედიცინის განყოფილების მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლის 10 ივნისს თბილისის ქალთა პროფესიულმა სახელოსნომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N9 გადასცა.

1919

ტიპი: განათლება

ნადეჟდა გიორგის ასულმა აბაზაძემ თბილისის საქალებო ინსტიტუტი ოქროს მედალზე დაამთავრა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელ ნინო შიუკაშვილს თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის რვა კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1921

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1921 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გრიგოლის ძე კოპინაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, ოლღა ბექაიამ დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სპეციალური პედაგოგიური განყოფილება.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს რაჟდენ დათეშიძე მიუნხენის ლუდის გამოხდის ტექნოლოგიის აკადემიის სტუდენტი იყო.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი იოსების ძე ძიძიგურს სამოსწავლო სემინარიის ორი კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ქრისტინე ალექსანდრეს ასულმა ბიბილურმა თბილისის საეპარქიო ქალთა სასწავლებელი დაასრულა.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს დასრულებული ჰქონდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგიური კურსები.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ანა ნიკოლოზის ასულ ჯაჯანიძეს თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დასრულებული.

1915

ტიპი: განათლება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში (გამგე გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე) 196 მოსწავლე სწავლობდა, წლის განმავლობაში სკოლა 7-მა მოსწავლემ დატოვა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელ ნინო უშვერიძეს განათლება ქუთაისის საეპარქიო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.