ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 25 ნოემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე 35 ხმით 2-ის წინააღმდეგ ალექსანდრე გაბაშვილი საბჭოს წევრად აირჩიეს. წევრობის მეორე კანდიდატი იყო იაკობ გიორგის ძე ჩიმაკაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა მასწავლებელ ქალთა საზოგადოება დააარსა და 30 წელზე მეტი მისი თავმჯდომარე იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის სექტემბრიდან სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობა დაიწყო.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-31 წლებში სვიმონ მჭედლიძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ზაქარია სვიმონის ძე მგალობლიშვილი მისიონერ მოძღვრად ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნეს. ზაქარიამ თან წაიყვანა ექვსი კვირის შვილი, სოფრომი და მეუღლე – მარიამ ანდრიას ასული ბიბილური.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-იან წლებში პარიზში ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომლებსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელძღვანელობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1915 წლებში მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი ონის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი ქართველთა კორპუსის უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 60 წლის დავით კლდიაშვილი პრაპორშჩიკთა ათასეულში სამნეო ნაწილს განაგებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატთა საბჭო, რომელსაც ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი ჩხენკელი ტრაპიზონში თურქებთან მოლაპარაკებაზე წასულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1917 წლებში გრიგოლ (გიორგი) კირილეს ძე მეტრეველი გლო­ლის იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1913 წლებში რაჟდენ ივანეს ძე ჩიხლაძე მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1917 წლებში ვლადიმერ გაბრიელის ძე ფოფხაძე კვა­ცხუ­თის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1905 წლებში მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი კვა­ცხუ­თის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში ვლადიმერ ოქროპირის ძე მესხი იწის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1901 წლებში ნიკიფორე სიმონის ძე კანდელაკი ვე­ლე­ვის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, გენერალი ილია ოდიშელიძე კავკასიის ფრონტის უფროსის თანაშემწე იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე პეტროგრადში მუშათა და ჯარისკაცთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენი გეგეჭკორი ამიერკავკასიის უკუდაზვერვის ფონდს ხელმძღვანელობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 25 ივნისიდან 14 ნოემბრამდე ვასილ სულხანიშვილი გაზეთ „ივერიის“ დროებითი რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა ილია ჭავჭავაძის ნაცვლად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს კომისიაში, რომელსაც საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე უნდა ემუშავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე, გენერალი გიორგი არჯევანიძე, პოლკოვნიკი გაგოშვილი და ივანე ჯავახიშვილი ქართული ჯარისთვის წესდებათა შექმნის, მათ სათარგმნელად და გამოსაცემად დაარსებული კომისიის წევრები იყვნენ.