ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51824

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წლის 16 იანვარს გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული სოფრომ მგალობლიშვილი უმეტესად ქართულ ენას ასწავლიდა სასწავლებელში.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილის მასწავლებელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს იყო გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი).

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი იყო მესტამბე.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ნოე რამიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი ქართველი სოციალ-დემოკრატების მთავარ გაზეთ „ერთობას“ რედაქტორობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი იყო მწერალი და მთარგმნელი.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში არჩეული ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი ამ თანამდებობაზე 9 წელიწადზე მეტხანს მუშაობდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ანასტასია თუმანიშვილი მუშაობდა გაზეთში „დროება“.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლიდან ილია ჭავჭავაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1884 წლებში ილია ჭავჭავაძე იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს ილია ჭავჭავაძე აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილია იყო გაზეთის „ივერია“ რედაქტორი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიას“ რედაქტორობა გადააბარა ალექსანდრე სარაჯიშვილს.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს არჩევნების შედეგად ილია ჭავჭავაძე გახდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის პირველი თავმჯდომარე. ამის შემდეგ არჩევნები ამ თანამდებობაზე ყოველ სამ წელიწადში ტარდებოდა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-74 წლებში ილია ჭავჭავაძე დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ილია ჭავჭავაძე დანიშნეს მომრიგებელ მოსამართლედ დუშეთში.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს დუშეთის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დანიშნულმა ილია ჭავჭავაძემ ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმსახურა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წლის ნოემბერში, როცა თბილისის გუბერნიაში გადავარდა ბატონ-ყმობა, ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში დაუნიშნავთ მომრიგებელ შუამავლად.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს, როცა საქართველოში იგეგმებოდა გლეხთა განთავისუფლების რეფორმა, ილია ჭავჭავაძე იმერეთში გააგზავნეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1912 წლებში ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე ქვე­დის ღვთის­მშობ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1908 წლებში სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილი ფა­რა­ხე­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს მიხეილ იოვანეს ძე რეხვიაშვილი უწე­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე ტბე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.