ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 2 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც თელავის მაზრის უფროსს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს უსამართლო ხელმძღვანელად ახასიათებდნენ, რისთვისაც ჯაჯანიძისამ მისი მკვლელობა სცადა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი ექიმი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის ივნისში ვიქტორ მარტინოვსკი თბილისის ახალი ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ბორჩალოს სამაზრო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ: პეტრე კავკასიძე, აზიზ შარიფოვი, ვლადიმერ კიკაბიძე, მიხეილ ილიას ძე ღოღობერიძე და ჯვებე იოსელიანი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგი ფიზიკოსი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-95 წლებში იაკინთე თედორეს ძე კანდელაკი მელაურის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1910 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-08 წლებში გერვასი ელეფთერის ძე ბარათაშვილი მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში ექვთიმე თედორეს ძე ლეჟავა მელაურის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1907 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე გომუხაყრუის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-12 წლებში გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე მუხურის წმ. გიორგის (საკვირაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-15 წლებში გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე მუხურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ივანე ლეჟავა იყო სოფელ დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო და სათეატრო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ნოემბერში ალექსანდრე ჯაბადარმა ქვეყნიდან გამგზავრების გამო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „Новая речь“-ის რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მარიამ ივანეს ასული დემურია სახალხო თეატრის საქმეებს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. ტერ-აკოფოვი თელავის საქალებო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს ალოიზ ბაღდანის ძე შიხინოვი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ხაზინადრად აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.