ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: ტასო აბაშიძე, ნინა დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ოლღა ლეჟავა და სხვ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი უბისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისში შედგა დრამატული დასი, რომლის რეჟისორად მიწვეული იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი იყო მელიტონ ბალანჩივაძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ციხიდან გამოსული იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების წევრ-მდივნად მიიწვიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ძუკუ ლოლუა ზუგდიდში ლოტბარი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლის ზამთრის სეზონზე ქართული თეატრის რეჟისორები იყვნენ: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და მიხეილ ქორიძე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე ვარლამ ჭილაძე უძრავი მამულების დამფასებელი კომისიის წევრად აირჩეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში გაიმართა კავკასიის შიდა მრეწველთა კრების სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი არტემ ფირალოვი.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-98 ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840-52 წლებში ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე ფერსათის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილი თბილისის დრამატული საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „კვალში“ დაიწყო მუშაობა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკოლოზ გვარაძე ბაქოს დასის რეჟისორი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ილია ჭავჭავაძემ „ივერია“ დავით მიქელაძეს გადასცა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე „ზაკავკაზკი რეჩის“ რედაქტორი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-15 წლებში კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ექვთიმე თედორეს ძე ლეჟავა ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, იაკიმოვის ქალაქის გამგეობის მდივნად დანიშვნის შემდეგ, ქალაქის თვითმმართველობის სამდივნოს სამუშაო ასე განაწილდა: სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს ყველა მომამზადებელი კომისიის მდივანი იყო და იაკიმოვი – საბჭოს აღმასრულებელი კომისიებისა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-68 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე ფუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლ. ჟვანია სასულიერო და სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.